„ვდგები თქვენს გვერდით, რათა ჩემი, ჩემი შვილების და თქვენი შვილების მომავალი იყოს უკეთესი“ - გიორგი უშიკიშვილი „ლელოს“, „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ და „თავისუფლების მოედნის“ გაერთიანებას შეუერთდა
„ჩვენ პლატფორმაში ნახავთ ადამიანებს, რომლებიც ჩამოყალიბებული, შემდგარი, პროფესიონალები არიან. ისინი ამბობენ, რომ ახლა არის დრო, როდესაც ჩვენ უნდა ვიყოთ ერთად საქართველოს მომავლისთვის“ - ამის შესახებ ახლად დაფუძნებული პოლიტიკური მოძრაობის - „თავისუფლების მოედანი“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ლევან ცუცქირიძემ განაცხადა.