LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენ მთელი ღამე ვცეკვავდით“ – ნარა ბაპტისტა ვენსან კასელთან პირველ პაემანს იხსენებს – მოდელის უახლესი ფოტოები

202
page

59 წლის ვენსან კასელის 29 წლის რჩეული, ნარა ბაპტისტა, Vogue Brasil-თან ინტერვიუში გულწრფელად იხსენებს იმ საღამოს, რომელმაც მათი ცხოვრება შეცვალა.

„პირველ პაემანზე ვივახშმეთ. საუბრის დასაწყისშივე მივხვდით, რამდენად ბევრი რამ გვაერთიანებდა, განსაკუთრებით კი ბრაზილიისადმი სიყვარული. ჩვენი გონება და გული იქით გარბოდა. ბრაზილიური რითმები… ჩვენ მთელი ღამე ვიცეკვეთ, თითქოს ერთმანეთს ათწლეულებია ვიცნობდით. მაშინ ვიგრძენი, რომ ჩვენი ენერგიები ემთხვეოდა. იმ საღამოს შემდეგ ჩვენ უბრალოდ აღარ დავშორებულვართ, ყოველდღე ვხედავდით ერთმანეთს, და აი, ჩვენ კვლავ ერთად ვართ“, – იხსენებს ნარა.

ცნობისთვის, წლის დასაწყისში, ნარა ბაპტისტა და ვენსან კასელი ვაჟის, კაიტანოს მშობლები გახდნენ. ნარასთვის ეს პირველი შვილია, ხოლო კასელისთვის, პირველი ვაჟი. მსახიობს უკვე ჰყავს სამი ქალიშვილი: დევა და ლეონი მონიკა ბელუჩისგან, ხოლო ამაზონი, ტინა კუნაკისგან.

„რა შემიძლია კიდევ ვინატრო?“ – ნარა ბაპტისტა ვენსან კასელის ქალიშვილთან, დევასთან და მის შეყვარებულთან ერთად ისვენებს – კასელების ოჯახური იდილია

ვიდეო: 58 წლის ვენსან კასელისა და 29 წლის ნარა ბაპტისტას ქიმია წითელ ხალიჩაზე

„ჩემი, ჩემი, ჩემი, ჩემი შეყვარებული, ჩემი კურთხევა, ჩემი კაეტანოს დედა“ – ვენსან კასელის საყვარელი ქალის ფოტოებს ავრცელებს და მას საოცარი სიტყვებით ამკობს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები