LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენ რუსეთის არ გვეშინია… შევძელი ეს მშვიდად, გაბედულად მეთქვა ვლადიმერ პუტინისთვის: შარლ მიშელი

58
შარლ მიშელი

ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აცხადებს, რომ „რუსეთის არ ეშინია“. მისივე თქმით, ეს თავად რუსეთის პრეზიდენტისთვის ვლადიმერ პუტინისთვის აქვს ნათქვამი. როგორც ბელგიურ არხთან საუბრისას მიშელმა განაცხადა, „ევროპის კავშირი ისურვებდა, რომ რუსეთის ქმედებები გაცილებით პროგნოზირებადი და სტაბილური იყოს“.

„ამ საკითხზე ერთობა არსებობს. ეს აშკარა იყო ორი კვირის წინანდელ ევროკავშირის სამიტის დებატებზე. ჩვენ ვგმობთ რუსეთის უკანონო და პროვოკაციულ ქმედებებს. ჩვენ რუსეთის არ გვეშინია და ვამჟღავნებთ გამბედაობას. მე შევძელი ეს მშვიდად, გაბედულად მეთქვა რუსეთის პრეზიდენტისთვის ვლადიმერ პუტინისთვის ერთი კვირის წინ.

ჩვენ გავმართავთ გაღრმავებულ დისკუსიას ჩვენ პარტნიორებთან აშშ-ში. ჩვენ გვექნება ერთობლივი სამიტი ევროკომისიის ხელმძღვანელთან ურსულა ფონ დერ ლაიენთან და ამერიკის პრეზიდენტთან ჯო ბაიდენთან ვლადიმერ პუტინთან მის შეხვედრამდე. ეს ახდენს ჩვენი კოორდინაციის დემონსტრირებას. რაც მეტი იქნება ტრანსატლანტიკური ერთობა, მით მეტი იქნება გავლენა ჩვენი ინტერესების, ფასეულობების დასაცავად, და იმისთვის, რომ გავლენა მოვახდინოთ რუსეთის ქცევაზე, რომლის ნახვაც ჩვენ გვინდა გაცილებით პროგნოზირებადის და სტაბილურის“ , – განაცხადა მიშელმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g