LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენ სიაში „ლუზერებს” არ ვწერთ, მხოლოდ წარმატებულ ადამიანებს ვწერთ განსხვავებით მარგინალური ოპოზიციისგან” – ოდიშარია „ქართული ოცნების” საარჩევნო სიაზე

161
ბექა ოდიშარია

„წარმატებული ადამიანების „ქართული ოცნების” სიაში ყოფნა, ძალიან ბუნებრივი მოვლენაა”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ ჟურნალისტებთან „ქართული ოცნების” საარჩევნო სიის ოცეულთან დაკავშირებით განაცხადა.

მმართველი გუნდის წევრის განცხადებით, სპორტსმენების ბულინგი სამარცხვინოა:

„ადამიანებს არ მოეწონათ, რომ ჩვენი წარმატებული, მსოფლიო დონის სპორტსმენები არიან ამ მოღალატეების სიაში“ – პეტრე ცისკარიშვილი „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაზე

„სპორტსმენების ბულინგი სამარცხვინოა. სპორტსმენები სწორედ ის ხალხი არიან, ვისაც ყველაზე კარგად ესმის შრომის ფასი და ვისაც თავის შრომის ფასად უდიდესი წარმატებები აქვთ მიღწეული. ამ ადამიანების მიმართ ხალხის ნდობა და სიყვარული ძალიან დიდია. საზოგადოება შედგება სპორტსმენებისგან, მუსიკოსებისგან, შემოქმედთაგან, ინჟინრებისგან, ეკონომისტებისგან და რა არის გაუგებარი, რომ რამდენიმე ადამიანი წარმოადგენდეს საქართველოს პარლამენტში თავის სფეროს და იღვაწოს იმისთვის, რომ გააუმჯობესოს მდგომარეობა ზოგადად, ქართულ სპორტში?” – აღნიშნა ოდიშარიამ.

ბექა ოდიშარიას განცხადებით, წარმატებული ადამიანების ქართული ოცნების” სიაში ყოფნა – ბუნებრივი მოვლენაა:

„ჩვენ სიაში „ლუზერებს” არ ვწერთ, მხოლოდ წარმატებულ ადამიანებს ვწერთ განსხვავებით მარგინალური ოპოზიციისგან. შესაბამისად, წარმატებული ადამიანების „ქართული ოცნების” სიაში ყოფნა, ძალიან ბუნებრივი მოვლენაა”, – განმარტა მან.

მამუკა მდინარაძე: ის ადამიანები ვიხილეთ ჩვენ სიაში, ვინც განსაკუთრებული ღირსებით გამოირჩევა და განსაკუთრებულად საამაყოს ხდის ამ ქვეყნის მოქალაქეობას – მათ შორის ის სპორტსმენები, რომელთა გამარჯვების გამო ბევრჯერ მოუსმენია მსოფლიოს საქართველოს ჰიმნი

მმართველი გუნდის წევრის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის სიაში ყოფნა ბუნებრივია, რადგან ივანიშვილი არის უპირობო ლიდერი და ავტორიტეტი „ქართული ოცნებისთვის” და და მათი მომხრეებისთვის:

„მე ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილის ყოფნა ძალიან ბუნებრივია. ადამიანი არის პოლიტიკაში, უპირობო ლიდერი და ავტორიტეტი „ქართული ოცნებისთვის” და ჩვენი მრავალ ათასიანი მომხრეებისთვის. ამიტომ, ყველას სურვილი და მისი შესაბამისი გადაწყვეტილება იყო, რომ ის საარჩევნო სიის პირველი ნომერი ყოფილიყო. „ქართულ ოცნებას” აქვს 60%, რაც უმეტესწილად განპირობებულია ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებით. რა არის აქ გასაკვირი?” – განაცხადა ოდიშარიამ.

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველ ნომრად ბიძინა ივანიშვილი დასახელდა

ოდიშარიამ ასევე უპასუხა კითხვას, იქნება თუ არა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ბიძინა ივანიშვილი:

„რა თქმა უნდა, ეს კონსულტაციები გაიმართება ძალიან მალე, არჩევნებთან მიახლოებულ თარიღებში და შესაძლოა, პოლიტიკურმა საბჭომ, პრემიერ-მინისტრმა თავად განაცხადოს ასეთი გადაწყვეტილებების შესახებ. ვიდრე პარტიის ლიდერები და პოლიტსაბჭოს წევრები არ იტყვიან, მე თავს შევიკავებ ასეთი კომენტარისგან”, – აღნიშნა ოდიშარიამ.

„აიძულეს პირდაპირ ტალახაძე და პეტრიაშვილი, რომ სიაში ყოფილიყვნენ, მაგრამ არც ეს უშველით, 26 ოქტომბერს გავიმარჯვებთ ძალიან სახელოვნად“ – ალეკო ელისაშვილი „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველ ოცეულზე

ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო სიის პირველი ოცეული წარადგინა. პრემიერმა სიის პირველ ნომრად ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი დაასახელა. პირველ ოცეულში ასევე არიან სპორტსმენები, გენო პეტრიაშვილი და ლაშა ტალახაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g