LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენ თავისუფლები ვართ! ლაზერი წაგვართვეს და პატიმრობაში დარჩა“ – ირაკლი კუპრაძე და მასთან ერთად დაკავებული სამივე პირი გაათავისუფლეს

227
ირაკლი კუპრაძე

„ლელო – ძლიერი საქართველოს“ გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე და კიდევ სამი წევრი: ოთარ ფარულავა, ბექა ბერიძიშვილი და ჯუბა ლოლაძე გაათავისუფლეს.

როგორც პოლიციის შენობის დატოვების შემდეგ ირაკლი კუპრაძემ განაცხადა, ერთ-ერთი დაკავებული ბექა ბერიძიშვილი 2000 ლარით დააჯარიმეს. ხოლო, თავად კუპრაძეზე, ჯუბა ლოლაძეზე და ოთო ფარულავაზე დაიწყო საქმის წარმოება.

კუპრაძის თქმით, დააკავეს იმის გამო, რომ აქციაზე ლაზერით ანათებდნენ პარლამენტის შენობას.

„ჩვენ თავისუფლები ვართ! ლაზერი წაგვართვეს და პატიმრობაში დარჩა“, – წერს ირაკლი კუპრაძე.

„ტვ პირველთან“ საუბარში ირაკლი კუპრაძე დაკავების დეტელებს იხსენებს.

„აქციიდან სახლებში მივდიოდით. ვარაზისხევზე ერთმა საპატრულო ეკიპაჟმა გაგვაჩერა. შემდეგ შემოუერთდა 2 საპატრულო ეკიპაჟი. ივანიშვილს ეშინია ლაზერის, რომელიც პარლამენტის კედელს ანათებდა. ჩვენ თავისუფალი ვართ, მაგრამ ლაზერი არის “დაკავებული”. უნდა ითქვას, რომ კარგი პოლიციელები შეგვხვდნენ, რომლებსაც ცუდი დავალების შესრულება უწევთ.

ბექა ბერიძიშვილი 2000 ლარით დააჯარიმეს. ჩვენ სამზე: ჩემზე, ჯუბა ლოლაძეზე, ოთო ფარულავაზე დაიწყო საქმის წარმოება. რა ტიპის საქმეა ჯერ არ ვიცით, ალბათ ვნახავთ უახლოეს დღეებში რა წერილი მოგვივა”, – აცხადებს კუპრაძე “ტვ პირველთან”.

პოლიციამ ირაკლი კუპრაძე და კიდევ რამდენიმე პირი დააკავა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g