პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, პარტიის გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე, ლიდერებთან, მამუკა კაციტაძესთან და ოთო ფარულავასთან ერთად რაჭაში, ამბროლაურის რაიონ სოფელ ნიკორწმინდაში იმყოფება.
ირაკლი კუპრაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ 3 დეკემბერს გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმად, თუ პარტიები ალეკო ელისაშვილს ორშაბათამდე არ გარიცხავენ, „ტერორისტის მფარველი ორგანიზაციები გახდებიან”.