LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენ თქვენს გვერდით ვართ, დანია გმობს რუსეთის ფედერაციასთან შეერთების საკითხზე ცხინვალის რეგიონში რეფერენდუმის ჩატარებას – იეპე კოფოდი

65
BeFunky-collage (4)

„დღეს, როდესაც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს, ჩვენ თქვენს გვერდით ვართ“ – ასე გამოეხმაურა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იეპე კოფოდი რუსეთის ფედერაციასთან შეერთების საკითხზე ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რეფერენდუმის ჩატარების საკითხს.

დავით ზალკალიანი: მიუღებელია ყოველგვარ რეფერენდუმებზე საუბარი იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ტერიტორია არის ოკუპირებული, ოკუპაციის პირობებში არანაირ რეფერენდუმს არ ექნება არანაირი იურიდიული ძალა

აღნიშნული კომენტარი მან საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთა.

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, დღეს, როდესაც მსოფლიო საშიში და ავტორიტარული რეჟიმის აღზევების მოწმეა და რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს აწარმოებს, ხოლო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჯერ კიდევ რუსული ჯარი დგას, დასავლეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს და ყველა იმ ქვეყანას, რომლებიც საერთაშორისო წესებისა და ღირებულებების ერთგულია.

„ჩვენ უნდა შევაჩეროთ რუსეთი. დემოკრატიული ქვეყნები და მთელი დემოკრატიული სამყარო ერთად უნდა დადგეს“ – ხაზგასმით აღნიშნა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

შეგახსენებთ, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას აპირებენ.

„მიმაჩნია, რომ რუსეთთან გაერთიანება ჩვენი სტრატეგიული მიზანია, ჩვენი გზაა: ანატოლი ბიბილოვი

„ამჟამად მუშავდება საკითხი რეფერენდუმის ჩატარების შესახებ, რომელიც უახლოეს მომავალში გაიმართება. კიდევ ერთხელ გამოხატავს საკუთარ ნებას სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მოსახლეობა, რუსეთის შემადგენლობაში შესვლის თაობაზე“, – განაცხადა ტადტაევმა სააგენტო „რესისთვის“ მიცემულ კომენტარში. მას არ დაუკონკრეტებია, როდის ჩატარდება ე.წ რეფერენდუმი.

mazda magti 5g