LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენ თქვენთან ერთად ვტირით ქართველო ერო – ესტონეთის საელჩო

585
დროოოშშეეებიიიი

ესტონეთის საელჩო 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით თავის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე განცხადებას აქვეყნებს.

“როდესაც სიტყვები რეზინის ტყვიებში გადადის და ცრემლი გაზთან ერთად მოდის, ჩვენ თქვენთან ერთად ვტირით ქართველო ერო. გვესმის იმ ტკივილის, რომელსაც დღეს ბევრი ადამიანი განიცდის. ყველა მხარეს ვურჩევთ, შეინარჩუნონ სიმშვიდე, იყვნენ თავშეკავებულები და იმოქმედონ სამართლის და კონსტიტუციის ფარგლებში“, –  ნათქვამია განცხადებაში.

 

20 ივნისს, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი მშვიდობიანი დემონსტრანტები, რომლებიც საქართველოს პარლამენტში რუსი დეპუტატის  გავრილოვის გამოსვლას და რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას აპროტესტებდნენ, პოლიციამ რეზინის ტყვიებით, ცრემლსადენი გაზით და ხელკეტებით დაშალა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g