შალვა პაპუაშვილი: „დღეს 20 ივნისია, დღე, როდესაც სრულად გაცხადდა პოლიტიკის რადიკალიზაციის გეგმა… რასაც დღეს ქუჩაში ვხედავთ, ყველა ამ ქცევის დასაწყისად სამართლიანად შეგვიძლია მივიჩნიოთ 20 ივნისის ძალადობრივი შტურმი პარლამენტზე“
„როგორც გვახსოვს, პარლამენტზე განხორციელებული შტურმი, შიდა და გარე რადიკალებმა, „ხალხის გულწრფელ პროტესტად“ მონათლეს და მას შემდეგ, ეს პროპაგანდისტული ხრიკი, ძალადობრივი რევოლუციის ყოველი მცდელობისას გამოიყენება“ - წერს შალვა პაპუაშვილი.
