„ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ ონლაინ სტუმარია „რეზო და ბავშვების“ სოლისტი, რეზო ბლიაძე, რომელმაც რადიოს მსმენელს ჯგუფის პირველი ალბომის სამზადისის შესახებ უამბო.
რეზო ბლიაძე:
თავიდან დასტრესილი ვიყავით, ახლა მგონი გავიაზრეთ რაც ხდება და რაც უნდა გავაკეთოთ.
25 აპრილს, ქუთაისში სოლო კონცერტი გვქონდა დაგეგმილი, რომელიც გაურკვეველი ვადით გადაიდო. თუმცა სურვილი სურვილად რჩება და ეს კონცერტი აუცილებლად ჩატარდება.
ახლა ჩვენ თვითიზოლაციაში, სტუდიაში გადავბარგდით, ამ დროს პროდუქტიულად ვიყენებთ და ჯგუფის პირველ ალბომზე ვმუშაობთ. ინტერნეტეპოქაში ვცხოვრობთ და ბევრ რამეს ვახერხებთ. მალე ჩვენს თაყვანისმცემლებს 11 ახალ კომპოზიციას შევთავაზებთ. ამ ეტაპზე, ალბომზე 2,3 ადამიანი ვმუშაობთ.
ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია ის საქმე რასაც ახლა ვაკეთებ, ვიდრე სახლში ვიჯდე და სხვა მომღერლების მსგავსად ვიდეოები ვიღო და პერფორმანსები დავდგა.
შარშანაც მაქვს გამოვლილი თვითიზოლაციის პერიოდი და ასეთ ვითარებაში შარშანაც უამრავი სიმღერა შეიქმნა.