LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩვენ ვაფრენთ” – რამდენიმე თვის ბავშვს პირდაპირ ეთერში ყური გაუხვრიტეს

84

ნათია ფანჯიკიძე გადაცემა „დღის შოუში“ ჩვილი ბავშვისთვის ყურის გახვრეტის ფაქტს ეხმიანება, ფსიქოლოგი მიიჩნევს, რომ „ჩვენ ყველანი ვაფრენთ.“

„დღეს ძირითადად “დახვრეტებს” ვაზიარებ, შვილიშვილები ბებიას დასდევენ თოფით, აგერ თვეების ბავშვს აკავებენ, რომ დაუბრკოლებლად “ესროლონ”, მოკლედ, მეგობრებო, მიკიბვ-მოკიბვას აზრი არა აქვს, პირდაპირ უნდა გითხრათ სიმართლე, –

ჩვენ ვაფრენთ,
კარგად გაისიგრძეგანეთ, “ისინი” კი არა, არამედ ჩვენ, ყველა ვაფრენთ.

ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „დღის შოუში“, პირდაპირ ეთერში, რამდენიმე თვის ბავშვს ყური გაუხვრიტეს.

„მედიაჩეკერი“ წერს, რომ მაყურებელი ისმენდა ბავშვის ისტერიკულ ტირილს, „ხოლო უფროსები მონდომებით გვიხსნიდნენ, როგორ უნდა გავაკავოთ ასეთ დროს ბავშვი, თან პრაქტიკულად გვიჩვენებდნენ, ხელების, ფეხების, თავის გაკავების მეთოდს. ერთ-ერთმა წამყვანმა მძიმე სანახაობის ყურება ვერ შეძლო და თვალებზე ხელი აიფარა.“

https://www.youtube.com/watch?feature=share&v=hWdBdKtDGqQ&app=desktop