LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენ ვართ განრისხებულები იმით, რისი წარმოდგენა და დაწერაც გაბედა ცესკო-მ – შედეგები, რომელიც გამოგვიცხადეს, არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას“ – ანა დოლიძე

320
2024-10-27_02-09-42_732915

ჩვენ ვართ განრისხებულები იმით, რისი წარმოდგენა და დაწერა გაბედა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს” ლიდერმა ანა დოლიძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

დოლიძის თქმით, კოალიცია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ყველა მოქალაქის ხმა იყოს დაცული.

„პირდაპირ გეტყვით, ჩვენ ვართ განრისხებულები იმით, რისი წარმოდგენა და დაწერა გაბედა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ. შედეგები, რომელიც გამოგვიცხადეს ცოტა ხნის წინ, არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას. საყოველთაო დაშინების, გაყალბების, მოსყიდვის ფონზე ჩატარებული არჩევნების შედეგად მიღებული ეს ციფრები ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ისტორიულ და დღევანდელ არჩევანს. კოალიცია “ძლიერი საქართველო” აცხადებს, რომ ყოველ საათობრივად იბრძვის თითოეული მოქალაქის ხმისა დანების დასაცავად. ჩვენ ვიყენებთ ყველა საშუალებას იმისთვის, რომ დაცული იყოს საქართველოს ყველა მოქალაქის დემოკრატიული და ევროპული არჩევანი”, – განაცხადა ანა დოლიძემ.

ცესკოს პირველადი წინასწარი შედეგების მიხედვით პარლამენტის არჩევნებში „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ 53.028 %-ით ( 951 037 ხმა) ლიდერობს.

მეორე ადგილზეა „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროა“, რომელმაც 11.185 % (200 604 ხმა)

„ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 9,852 % (176 700) მოიპოვა;

„ძლიერი საქართველოს – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ – 9,011 % (161 603 ხმა) აქვს;

„გახარია საქართველოსთვის” – 8.224% (147 487);

ფოტო: ინტერპრესნიუსი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g