LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენ ვართ ომში, დროებით გადავდოთ პარტიული, პოლიტიკური ინტერესები და გავერთიანდეთ ეპიდემიის დასამარცხებლად: ვატო სურგულაძე

72
ვატო-სურგულაძე

დღეიდან „ლელო” იწყებს კამპანიას – „ლელო“ ზრუნავს შენზე“, რომლის ფარგლებშიც პარტიის ოფისებში გაიხსენება ცხელი ხაზი და „ლელოს” წევრები მოქალაქეების კითხვებს, 24 საათის განმავლობაში, უპასუხებენ და ასევე, დაეხმარებიან ვაქცინაციის მიღებაში. ამის შესახებ „ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ვატო სურგულაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

“ჩვენ ვართ ომში, დროებით გადავდოთ პარტიული, პოლიტიკური ინტერესები და გავერთიანდეთ ეპიდემიის დასამარცხებლად – „ლელოს” გუნდი გამოვიყენებთ ყველა რესურსს, რათა გავატაროთ სწორი საინფორმაციო პოლიტიკა და ავუხსნათ ადამიანებს, რომ ამ ომში ერთადერთი იარაღი არის ვაქცინა”,-განაცხადა ვატო სურგულაძემ.

მისი თქმით, შექმნილ ვითარებაში „ლელოს” მთავარი ამოცანა ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაა!

“დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე, ჩვენი მთავარი გამოწვევაა პანდემია და მასთან გამკლავება, თითოეული მოქალაქის ვალდებულებაა ამ პრობლემის დაძლევაში საკუთარი წვლილის შეტანა. ჩვენ არ გვაქვს უფლება, ვისხდეთ და ველოდოთ მთავრობა როდის გამოიყვანს ქვეყანას ამ მძიმე ვითარებიდან, როდესაც ვხედავთ, რომ მათ ამის უნარი არ შესწევთ. ჩვენ არ გვაქვს უფლება, მხოლოდ ვაკრიტიკოთ მთავრობა, ჯანდაცვის სამინისტრო და ვისაუბროთ მათ არაკვალიფიციურობაზე, როდესაც ვხედავთ, რომ ჯანდაცვის სისტემა სრულად ჩავარდნილია და ამის შედეგად ყოველდღე ვკარგავთ ადამიანებს. „ლელოს“ არჩევანია მოქმედება და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ დღეიდან უკვე კამპანიის ხასიათი მივცეთ იმ სამუშაოს, რომელსაც დიდი ხანია ვატარებთ. „ლელოს” გუნდი გამოვიყენებთ ყველა რესურსს, რათა გავატაროთ სწორი საინფორმაციო პოლიტიკა და ავუხსნათ ადამიანებს, რომ ამ ომში ერთადერთი იარაღი არის ვაქცინა. მე, ვატო სურგულაძე და ყველა ჩემი თანაგუნდელი გპირდებით, რომ 24 საათის განმავლობაში მოგემსახურებით, ამომწურავ პასუხს გავცემთ ყველა თქვენს მიერ დასმულ კითხვას, დაგეხმარებით ვაქცინაციის მიღებაში, იმისთვის, რომ გადავარჩინოთ ერთმანეთის სიცოცხლე”,-განაცხადა ვატო სურგულაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები