LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მდინარაძე: „ლელოს“ მზარდი რეიტინგი არ გაიშვას არსად – „ნაცმოძრაობის“ ლეღვის ფოთლებს ასე ხშირად ნუ ვახსენებთ

135
BeFunky-collage

„ლელოს“ მზარდი რეიტინგი არ გაიშვას არსად – „ნაცმოძრაობის“ ლეღვის ფოთლებს ასე ხშირად ნუ ვახსენებთ, – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, „ლელო” სისულელეებს ლაპარაკობს, უმრავლესობას კი უწევს რეაგირება.

„ლელოს” მზარდი რეიტინგი არ გაიშვას არსად. თავად ქმნის ამ “პოზიტიურ” დღის წესრიგს – იმდენ სისულელეს ლაპარაკობენ, რომ გვიწევს ამაზე რეაგირება. თან რომ იტყვის სანქციები დავუწესოთ რუსეთს და გავწყვიტოთ საერთოდ ყველანაირი სავაჭრო ურთიერთობა და თან პენსია გახდება 1000 ლარი, თან მისი პარტნიორი ლიდერი რომ იტყვის, არა მოსვლისთანავე კი არა, 4-5 წელიწადში და ამას რომ აკეთებენ ყოველდღე, მერე გვთავაზობენ, რომ გავჩუმდეთ და ეს არ შევნიშნოთ? ოპოზიცია დაბალრეიტინგულია გასაგებია, მაგრამ ასეთ მარგალიტებს რომ შემოგვთავაზებს ყოველდღე, აწევს ხოლმე “სატოპკეებს”, შეუძლებელია ამის რეაგირების გარეშე დატოვება და ეს თუ უხარია, უკაცრავად და საკუთარი თავის “გაბანძების” საშუალებას (რომ გვაძლევს), ამას არასდროს მოვაკლებთ ყურადღებას. როცა ადამიანი ასეთ რამეს კადრულობს, ეპითეტები აღარ უნდა გაუკვირდეს არავის. “ნაცებზე” მეტს რომ იკადრებ, ამ ბარიერს და წითელ ხაზსაც რომ გადალახავ, ამის შემდეგ ეპითეტებზე გამოკიდება არარეალურია”,- განაცხადა მდინარაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები