LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენ ყველამ ერთად შევძელით ახალ წლამდე ორი კვირით ადრე აგვეხდინა ოცნება“ – ნაძვის ხის ანთების ცერემონიაზე მმართველმა გუნდმა საზოგადოებას მიმართა 

254
Untitled design (4)

ნაძვის ხის ანთების ცერემონიაზე მმართველმა გუნდმა საზოგადოებას მიმართა.

თბილისის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ კახა კალაძემ აანთო 

„დღეს განსაკუთრებულია დღეა საქართველოს უახლოეს ისტორიაში, მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ კანდიდატის სტატუსის მიღება, ეს არის ჩვენი მოქალაქეების დამსახურება, ეს არის იმ ბრძოლის შედეგი, რაც ჩვენ ამდენი წლის განმავლობაში გამოვიარეთ, მადლობა ვინც ამაში წვლილი შეიტანა,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

„გილოცავთ დღევანდელ დღეს და გილოცავთ დამდეგ 2024 წელს, ულამაზესია თბილისი მადლობა ამისთვის კახის,“ –  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„გილოცავთ დამდეგ ახალ წელს, დამდეგ შობას, ეს სურვილების ჩაფიქრების და ოცნებების ახდენის პერიოდია. ჩვენ ყველამ ერთად შევძელით ახალ წლამდე ორი კვირით ადრე აგვეხდინა ოცნება,“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

„ჩვენ ქართველებს შეგვიძლია ვიამაყოთ ჩვენი იდენტობით, ჩვენი სამშობლოთი.. შეუძლებელია არ ასრულდეს ქართველი ხალხის ოცნება ევროპული მომავლის, საქართველოს გაერთიანების, ყველას გილოცავთ დამდეგ შობა ახალ წელს,“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.