LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენც სახლთან გამოგვიტანეს განაჩენი ბატონო ლადო სამწუხაროდ”- იზა ომიაძე

468
იზა ომიაძე

„ჩვენც სახლთან გამოგვიტანეს განაჩენი ბატონო ლადო სამწუხაროდ”- ამის შესახებ მოკლული 22 წლის ნიკა კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს და პედაგოგ ლადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტს ეხმაურება:  

„ჩემთან სახლში როგორ მოდიხარ?… ხის ჯოხები რატომ გქონდათ ხელში?“ – ლადო აფხაზავა

„ჩვენც სახლთან გამოგვიტანეს განაჩენი ბატონო ლადო სამწუხაროდ😔

ციფრული თაობა მოდისო, როგორ მახსოვს თქვენი ოთხი წლის წინანდელი ინტერვიუ და კიდეც მოვიდა ✊♥️✨“- წერს იზა ომაძე.

ცნობისთვის, პედაგოგ ლადო აფხაზავას თქმით, ლანჩხუთში თავს დაესხნენ. ის ჰყვება, რომ თავდამსხმელებმა „ნაციონალი“ უწოდეს და ცდილობდნენ ბეისბოლის ჯოხები დაერტყათ.ლადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.

„ლადოს ვესაუბრეთ და საბედნიეროდ, ის და მისი ბავშვები კარგად არიან“ – რა განცხადებას ავრცელებს „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“

ჩვენც სახლთან გამოგვიტანეს განაჩენი ბატონო ლადო სამწუხაროდ😔 ციფრული თაობა მოდისო, როგორ მახსოვს თქვენი ოთხი წლის წინანდელი ინტერვიუ და კიდეც მოვიდა ✊♥️✨

Posted by Iza Omadze on ორშაბათი, 06 მაისი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g