LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენები ხერსონს მალე დაიბრუნებენ – ბუკა პეტრიაშვილი

103
Untitled design (2)

რა ვითარებაა უკრაინაში ომის 254-ე დღეს – ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილი არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში უკრაინელი სამხედროების წარმატებულ და შემტევ ბრძოლებზე წერს და აღნიშნავს, რომ, მისი აზრით, უკრაინელები ხერსონსაც მალე აიღებენ:

„დილა მშვიდობისა, მეგობრებო! #BუკაDეილიNიუსი #BDN მოვიდა ახალი ამბების დასტით!

ესე იგი, მოაყარეს ჩმობიკები საზარბაზნე ხორცად და გამოუშვეს დიდის ამბით შეტევაში. ზალუჟნის თქმით, სამჯერ გაიზარდა შეტევების რაოდენობა დღის განმავლობაშიო! შესაბამისად რა მოხდა? მინიმუმ, სამჯერ გაიზარდა კობზონის კონცერტზე დამსწრეთა რაოდენობაც! ჩვენებმა ყველგან მოსდეს დინგში ურდოს შეტევებს!

დონეცკის უჰლედართან პავლივკაში ჩაკვდა ურდოს შეტევა! აურაცხელი ტექნიკა დაკარგეს! თან ჩვენებმა ფოკუს-მოკუს-ვიკუსი ჩაუტარეს ურდოს! რამდენიმე ადგილას „სიურპრიზად“ აღმოცენდა ჩვენების უსერიოზულესი თავდაცვის ზღუდეები, ჯერ კიდევ ზაფხულში მომზადებული! ჰოდა, ბახმუტის სიკეთის არ იყოს, სხვა მიმართულებებზე ბუზებივით ასკდებიან ასობით ჩვენს ძალებს!

ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციით, დღეში 40 ერთეულ მძიმე ტექნიკას უნადგურებენ ჩვენები!

ავღანეთში 9 წლის მანძილზე 118 თვითმფრინავი დაკარგეს ურდოსებმა, ჩვენებმა კიდე ჯერ 9 თვე არ გასულა და 278 ლიტაკი ჰაერში აუგიზგიზეს ურდოს!

ჩმობიკები ჰყავთ მშივრები და ძაძებში შემოსილები! ეგ ხომ ვიცით, მაგრამ დაპირებულ რუბლიკებში რომ გადააგდეს, გამწარდა ჩმობიკი! დუმამ არ მიიღო კანონი 350 ათასი რუბლიკის გამოყოფაზე. ჰოდა წამოვიდა პირველი ბუნტები ჯერ სამობილიზაციო ბანაკებში! პუტლერმა კი მოაწერა სასწრაფოდ ბრძანებას ერთჯერადად 195 ათასი რუბლიკის გამოყოფაზე, მაგრამ დანარჩენი ფაფუუ! ახლა ნახეთ თქვენ ბიდლოს ყიყინი და ისტერიკა! ხო, ისა, სანქციები არ მუშაობსო და ურდოს ფული თავზე საყრელად აქვსო! ფხუკ, რაშკაააა! გვინეა ბისაუს პრეზიდენტმაც არ მოგცათ არაფერი „ზაკაზიი“.

„სახ.შეკვეთებს“ რა ძალა აქვს ისე, ამ გაგანია ომში სამკვდროდ წაეკიდნენ ერთმანეთს ვირთხა რუსები შოიგუ და პრიგოჟინი. ომი ომად და ტენდერები დანა სისხლად!

ხერსონისკენ ამინდები გამოსწორდაააა! ჰოოოოდაააა, კოლაბორანტების ადმინისტრაციიდან ურდოს სამფერა ჩვარიც გაქრააა! მოსახლეობაც გაჰყავთ იძულებით და სანაცვლოდ შემოჰყავთ ახალი პარტია ჩმობიკებიი!

დიდი ბრძოლა იქნება! აშშ-ს თავდაცვის მდივანს თუ სჯერა, რომ ჩვენები ხერსონს მალე დაიბრუნებენ, ჩვენ ხომ საერთოდ გვწამს და ვიცით რომ ასე იქნება!

აუ, ხერსონს რომ აიღებენ ჩვენები, მერე სად ჯანდაბაში წავა ან თვითონ პუტლერი, ან მისი ომის მთავარი იდეოლოგები – მილიარდერი კოვალჩუკი, ჩეკისტები პატრუშევი და ბორტნიკოვი?

ზელენსკიმ მშვენივრად შეაჯამა გუშინდელი დღე: „ყველაფერი მიდის მაგრად. ჩვენები მიიწევენ წინ. ხორბლით დატვირთული გემებიც გადიან. ოკუპანტებიც მიუყვებიან…. რუსული გემების გზაკვალს“.

უკრაინა გაიმარჯვებს – საქართველო გაიმარჯვებს – პუტლერის ბოროტების იმპერია ჩვენს თვალწინ ნადგურდება!“ – წერს ბუკა პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები