ცოლ-ქმრის, ლევან წვერავასა და ნინი კენჭიაშვილის დუეტი – „ლეონი“, ხალხმა მრავალფროვანი და გამორჩეული სტილის სიმღერებით შეიყვარა.
ახლახან ლევანსა და ნინის ამერიკის საელჩოში, ათწლიანი ვიზა მისცეს.
როგორც ისინი ჟურნალ „თბილისელებთან“ ამბობენ, ამით მათ ახალი გზა გაეხსნათ, რაც მათ ცხოვრებასა და შემოქმედებაში ზღვა ემოციას შემოიტანს.
– მე და ნინი იმ ადამიანებს შორის ვართ, ვისაც ამერიკაში გვინდოდა მოხვედრა, სადაც სხვა შესაძლებლობებია. ბევრი დაინტერესდა, იქ ხომ არ დარჩებიანო. არა, ჩვენ ამერიკაში არ დავრჩებით, ათწლიანი ვიზა გვაქვს, ეს ჩვენი ახალი შანსია.
შევეხმიანეთ ძალიან კარგ გოგოს, ლანას, რომელიც საბუთების მოწესრიგებაში დაგვეხმარა, დაგვაკვალიანა და საელჩოში პირველივე შესვლაზე ჩაგვირტყეს ათწლიანი ვიზა.
მე და ნინი ამერიკაში დამრჩენები ნამდვილად არ ვართ, აქაც დატვირთული გრაფიკი გვაქვს. გულწრფელად ვამბობ, ჩვენ ამერიკაში დარჩენას არ ვაპირებთ, მეგობრებთან ჩავალთ, დაიგეგმება ღონისძიებები.
ამერიკული ვიზის აღებით ხვდები ადამიანი, რომ ცხოვრებაში იმედი მოიგე. თან, ჩემი „სეიშენის“ ბიჭებიც იქ არიან. ასე რომ, ამერიკული ოცნება ამიხდა და წინ კიდევ ბევრი ოცნების ახდენის წამები მელის. უფრო სწორად, წელს მთელი დეკემბერი დატვირთული გვაქვს, ფიზიკურად ვერ ვახერხებთ და მომავალი წლის მარტის თვიდან დაიწყება ჩემი და ნინის დუეტის – „ლეონის“, ამერიკული ოცნებების ახდენა.
– მარტო ცოლ-ქმარი გაემგზავრებით თუ ბავშვიც მიგყავთ?
– მარტო მე და ნინი მივდივართ, ბავშვს ვტოვებთ. ჩავალთ, დავიგეგმებით, ლამაზ ფოტოებს გადავიღებთ, ახალ ემოციებს „ჩავყლაპავთ“ და მერე ჩამოვალთ. სულ ვამბობ, მოუსვენარი ქუთაისელი ვარ-მეთქი და მართლა ასეა (იცინის). მე ჩემი თავი სხვანაირი ვერ წარმომიდგენია. ყოველ ახალ შესაძლებლობებს დიდი იმედითა და კეთილგანწყობით ველოდები ხოლმე და ახლაც ასეა.
რას სთხოვს ლევან წვერავა მეუღლეს, ნინი კენჭიაშვილს: „ხისტი ადამიანი ვარ…“
