LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენი ამოცანაა მიტინგის მონაწილეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა – უკრაინის გენპროკურორი

100

უკრაინელი სამართალდამცველები კიევში აქციების ჩატარებას ხელს არ შეუშლიან და გუშინ გაშლილ კარვებს არ აიღებენ, – ამის შესახებ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე დაწერა.

„სპეცსამსახურებს ინფორმაცია ჰქონდათ და მომიტინგეებს შორის მყოფი არაკანონიერი ფორმირებების წევრების მიერ იარაღის შესყიდვის ფაქტები დადგინდა. ზუსტად ამით იყო განპირობებული უსაფრთხოების ზომების გაძლიერება შსს-ს მიერ. ჩვენი ამოცანაა მიტინგის მონაწილეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა. კარვების დაშლას ადგილი არ ექნება,“ – განაცხადა იური ლუცენკომ.

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ასევე აღნიშნა, რომ მიტინგის ჩატარების ტერიტორიის შესასვლელთან დეტექტორებს დააყენებენ.

გუშინ კიევში, უკრაინის პარლამენტის წინ, საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციაში რამდენიმე ათასი ადამიანი მონაწილეობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g