თანამედროვე მსოფლიოში სულ უფრო ხშირად გვხდებიან გოგონები, რომლებიც სამეფო ოჯახის სრულფასოვანი წევრები ხდებიან. ბოლო დროს მთელი მსოფლიო აალაპარაკა პრინცი ჰარისა და ამერიკელი მსახიობის, მეგან მარკლის ნიშნობამ. გავიხსენეთ გოგონები, რომლებიც სხვადასხვა დროს, მონარქთა მეუღლეები გახდნენ.
გრეის კელი
ოსკაროსანი მსახიობი, გრეის კელი მონაკოს მომავალ მეფეს, რენე III-ს ალფრედ ჰიჩკოკის ფილმის გადაღებაზე შეხვდა და მალევე გაყვა ცოლად. მართალია გრეისს სამეფო წარმომავლობა არ ჰქონია, თუმცა მისი მამა საკმაოდ შეძლებული ადამიანი იყო. ბიძა კი, ცნობილი დრამატურგი გახლდათ.
შარლენ უიტსტოკი
რენე III-ს ვაჟი პრინცი ალბერიც მამის კვალზე წავიდა და არჩევანი პროფესიონალ მოცურავეზე, შარლენ უიტსტოკზე გააკეთა. მომავალი მეუღლე მონაკოს პრინცმა ერთ-ერთი შეჯიბრის დროს გაიცნო. წყვილი უკვე 7 წელია ერთადაა და მათ ტყუპი შვილები ჰყვათ.
დედოფალი რანია
ერთ დროს იორდანიის დედოფალი წარმატებული მარკეტოლოგი გახლდათ. პრინცი აბდულა II რანიამ ერთ-ერთ საქველმოქმედო ღონისძიებაზე გაიცნო და წყვილი მალევე დაქორწინდა. დღეს რანია ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მონარქია და მსოფლიოს ყველაზე გემოვნებიან ქალთა სიას ლიდერობს.
ქეით მიდლტონი
დღეს, როცა ქეით მიდლტონი პოპულარობით პრინც უილიამსაც კი უსწრებს, ძნელი დასაჯერებელია, რომ მიდლტონიც ჩვეულებრივი ბრიტანული ოჯახიდან გახლავთ. მიდლტონის მამა ავიადისპეჩერი იყო, მოგვიანებთ კი, პროფესიონალი მფრინავი გახდა. დედა წლების განმავლობაში ბორტგამცილებლად მუშაობდა. მომავალი მეუღლე ქეითმა სენტ-ენდრიუსის უნივერსიტეტში სწავლის დრო გაიცნო. წყვილი დაქორწინებამდე 8 წელი ხვდებოდა ერთმანეთს.
სოფია ჰელკვისტი
სოფია შვედი პრინცის, კარლ ფილიპის მეუღლეა, რომელიც წლების წინ ფოტომოდელად მუშაობდა. ის აქტიურად მონაწილეობდა თამამ ფოტოსესიებში მამაკაცური ჟურნალებისთვის, გახლდათ რეალითი-შოუს მონაწილეც. საინტერესოა, რომ პრინც კარლ ფილიპთან ქორწინების შემდეგ, შვედური მედია ბევრს წერდა სოფია ჰელკვისტის განაში საქველმოქმედო საქმიანობასა და იოგის ცენტრზე. სოფია მეუღლეს 2010 წელს შეხვდა და წყვილი 5 წელიწადში დაქორწინდა.
არიანა ოსტინი
ამერიკელი არიანა ოსტინისა და ეთიოპიელი პრინცის, ჯოელ მაკონენის სიყვარულის ისტორია ძალიან ჰგავს ცნობილი კომედიური ჟანრის ფილმის „მოგზურობა ამერიკაში“ სიუჟეტს. არიანამ მომავალი მეუღლე ვაშინგტონის ერთ-ერთ კლუბში გაიცნო და 12 წლიანი ურთიერთობის შემდეგ დაქორწინდა კიდეც.
ლი რადზივილი
ცოტამ თუ იცის, რომ პოლონელი პრინცესა კეროლაინ ლი ბუვიე კენფილდ რადზივილ როსი ჟაკლინ კენედის და გახლდათ. ის პიარის სპეციალისტად მუშაობდა და 1959 წელს პოლონელ პრინცს, სტანისლა რადზივილს გაყვა ცოლად. ეს ლის მეორე ქორწინება იყო, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, ქალბატონი მესამედაც დაქორწინდა.
დედოფალი ლეტიცია
ესპანეთის დედოფალი კიდევ ერთი თანამედროვე კონკიაა. ის ჟურნალისტი გახლდათ, როცა მომავალი მუუღლე, მეფე ფილიპი გაიცნო. საინტერესოა, რომ ეს ლეტიციასთვის მეორე ქორწინებაა. პირველ მეუღლეს ის 9 წლის მანძილზე ხვდებოდა, ხოლო ქორწინებამ მხოლოდ ერთი წელი გასტანა. ლეტიციამ ფილიპი ჩაძირული ტანკერის შესახებ რეპორტაჟის მომზადების პერიოდში გაიცნო.
მეტე-მარიტი
ნორვეგიის ქერათმიანი პრინცესა, რომელმაც მომავალი მეუღლე, მეფე ხოკონი ერთ-ერთ როკ ფესტივალზე გაიცნო. წყვილი 2001 წელს დაქორწინდა. თუმცა მედიაში ბევრს წერდნენ მეტე მარიტის არსახარბიელო რეპუტაციაზე და ღამის კლუბებით გატაცებაზე.
პრინცესა მერი
მერი ელისაბედ დონალდსონი მომავალ მეუღლეს დანიის პრინცს, ფრედერიკს სიდნეიში, 2010 წელს გამართული ოლიმპიადის დროს შეხვდა.