საერთაშორისო სავალუტო ფონდი ეკონომიკური ზრდის ახალ პროგნოზს აქვეყნებს, რომელშიც, ცხადია, საუბარი საქართველოზეც არის.
სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა 2020 წელს 5%-ით შემცირდება. რაც შეეხება მომდევნო წელს, 2021-ში ფონდი ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის 5%-იან მაჩვენებელს პროგნოზირებს.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის ეკონომიკური ზრდის ახალ პროგნოზებში საუბარი ჩვენი რეგიონის ქვეყნებზეცაა. კერძოდ, 2020 წელს აზერბაიჯანში ეკონომიკა 4 პროცენტით შემცირდება, სომხეთში – 4,5 პროცენტით, რუსეთში – 4,1 პროცენტით, თურქეთში – 5 პროცენტით.