ქართველი მომღერლის ლიზი გოზალიშვილის წარმატებას, ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ ქართველი ახალგაზრდების მიერ, საზღვარგარეთ მიღწეული წარმატება ძალიან ახარებს.
„ჩვენი გოგოები, მერცხლები, სხვა ქვეყნებში რომ მიაქვთ ჩვენი ხმა, ხომ სულ მახარებენ, მაგრამ ეს რანაირი გოგოა, გამჭვირვალე და სულით გაჟღენთილი (სიტყვა სპირიჩუალ ალბათ ასე უნდა ითარგმნოს), ღაპა-ღუპით მდის ცრემლები, ბოლომდე უყურეთ, გთხოვთ.
პ.ს. სავარძელში რომ ქერა კაცი გდია, არც ის გამომიტოვოთ, რა დედამ შობა, მიეცეს ლხენა“, – წერს ნათია ფანჯიკიძე.
ჩვენი გოგოები, მერცხლები, სხვა ქვეყნებში რომ მიაქვთ ჩვენი ხმა, ხომ სულ მახარებენ, მაგრამ ეს რანაირი გოგოა, გამჭვირვალე…Posted by Natia Panjikidze on Friday, October 13, 2023