LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მე საქართველოდან ვარ, ჩემმა ქვეყანამაც არაერთხელ გადაიტანა ომი.. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ამ სიმღერით მეთქვა ის, რასაც ვგრძნობ..“ – ლიზი გოზალიშვილის ბრწყინვალე შესრულება გერმანულ Voice-ში და ატირებული ჟიური

4899
Untitled design (4)

დღითი დღე იზრდება იმ ქართველი ახალგაზრდების რაოდენობა, რომლებიც ევროპასა და ამერიკაში თავისი ნიჭით, შრომისმოყვარეობით და არაჩვეულებრივი პერფორმანსებით აოცებენ უცხოელ საზოგადოებას.

ამჯერად, გერმანელი მსმენელი ქართველმა მომღერალმა ლიზი გოზალიშვილმა აღაფრთოვანა, რომელიც გერ­მა­ნულ Voice-ში მოხვდა და ოც­ნე­ბა აის­რუ­ლა.

„სცენაზე გასვლამდე ალბათ ყველაფერს წარმოვიდგენდი, მაგრამ ატირებულ მწვრთნელს და სპონტანურ დუეტს – ნამდვილად ვერ“ – ლიზი გოზალიშვილის წარმატება გერმანულ „ვოისში“

ლიზის მიერ Michael Jackson-ის ერთ-ერთი რთული კომპოზიციის earth song-ის შესრულებამ, მქუხარე ოვაციები დაიმსახურა.

„მე ვარ ლიზი, 19 წლის, სა­ქარ­თვე­ლო­დან. ამ­ჟა­მად ვცხოვ­რობ ჰა­ი­დელ­ბერ­გში. გერ­მა­ნი­ა­ში სას­წავ­ლებ­ლად ჩა­მო­ვე­დი. ჩემი აქ მოხ­ვედ­რა დიდი ხნის ოც­ნე­ბა იყო“, – უთხრა ჟი­უ­რის ლი­ზიმ წარ­დგე­ნი­სას.

კითხვაზე, რატომ აარჩია ეს სიმღერა შესასრულებლად? – ლიზი გოზალიშვილმა განაცხადა, რომ: „სიმღერა ისეთ თემას ეხება, რაც ძალიან აქტუალურია“.

„მსოფლიოში დღეს ისევ ომია.  მე საქართველოდან ვარ, ჩემმა ქვეყანამაც არაერთხელ გადაიტანა ომი.. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ სიმღერით მეთქვა ის, რასაც ვგრძნობ“, – განაცხადა ლიზი გოზალიშვილმა.

 

სცენაზე გასვლამდე ალბათ ყველაფერს წარმოვიდგენდი, მაგრამ ატირებულ მწვრთნელს და სპონტანურ დუეტს – ნამდვილად ვერ.ესეც ჩემი გამოსვლა გერმანული ვოისის ბრმა ქასთინგზე.Copyright: ProSieben/Sat.1/JoynPosted by Lizi Gozalishvili on Thursday, October 12, 2023

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g