ტელეწამყვანი, სამოქალო აქტივისტი მიშა მშვილდაძე ნამახვანჰესთან დაკავშირებით საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება, სადაც სააკაშვილი ნამახვანჰესის წინააღმდეგ გამართულ აქციას გამოეხმაურა და თქვა, რომ მთავარი ზიანი, რაც ნამახვანგჰესის მშენებლობით მიადგება გარემოს, ეს იმერეთის კლიმატის შეცვლაა, რაც დაუშვებელია.
„ხელები შორს ქართული ბუნებისგან” – მიხეილ სააკაშვილი ნამახვანჰესის აქციას ეხმაურება
“ჩვენი გრეტა თანბერგობაც სააკაშვილს უნდა, როგორც მივხვდი”.-წერს მიშა მშვილდაძე.
შეგახსენებთ,დღეს ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ნამახვანჰესის წინააღმდეგ მშვიდობიანი საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ადგილობრივმა აქტივისტმა ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ორი კვირის ვადაში ნამახვანჰესის მშენებელი კომპანია “ენკა” არ გავა ტერიტორიიდან, ისინი მოახდენენ ქალაქ ქუთაისის პიკეტირებას.
ამავე თემაზე: