LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ “ენკა” არ გავა ნამოხვანიდან, მოვაწყობთ ქალაქის პიკეტირებას, დავაყენებთ მანქანებს, მივატოვებთ აქ და წავალთ სახლებში – ნამოხვანელი აქტივისტი

155
BeFunky-collage (1)

ამ წუთებში ქუთაისში ნამახვანჰესის წინააღმდეგ მასშტაბური აქცია მიმდინარეობს. ადგილზე აქციის ორგანიზატორები სიტყვით გამოდიან და მოქალაქეებს მიმართავენ.

მათი მთავარი მოთხოვნაა ხელისუფლებამ გააუქმოს განკარგულება, რომელიც გულისხმობს რიონის ხეობის გადაცემას თურქული კომპანიისთვის საკუთრებაში.

როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ადგილობრივმა აქტივისტმა ვარლამ გოლეთიანმა აღნიშნა, იმ შემთხვევაში, თუ ორი კვირის ვადაში ნამახვანჰესის მშენებელი კომპანია “ენკა” ტერიტორიიდან არ გავა, ისინი მოახდენენ ქალაქ ქუთაისის პიკეტირებას. მათივე თქმით, პროტესტი მშვიდობიანია და ხელისუფლებას მოუწოდებენ მათი მოთხოვნები გაითვალისწინონ.

“დაგვიბრუნონ ხეობა, გაუშვან აქედან თურქული კომპანია” – ქუთაისში ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს

“თუ არ გაითვალისწინეს დღევანდელი შეკრება, დავთქვამთ ორი კვირის ვადაში შეკრებას, ისეთივე ფართომასშტაბიანს, როგორიც დღეს გვაქვს და მოვაწყობთ ქალაქის პიკეტირებას. დავაყენებთ მანქანებს და მივატოვებთ აქ და წავალთ სახლებში.

ამინდებიც კარგი მოდის და დავრჩებით აქ ჩვენ ყველა იქამდე, სანამ ერთი საათის განმავლობაში არ გვეტყვიან პასუხს, თუ როდის გადის კომპანია და ეს იქნება უკვე უკომპრომისო ბრძოლა“. – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

 

„ლელოს“ ინიციატივით, ჰესების თანამესაკუთრეები ადგილობრივი მაცხოვრებლებიც უნდა გახდნენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g