LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აქცია ქუთაისში „ქართული ოცნების“ოფისთან – ადგილზე ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირებაა

123
აქცია ქუთაისში

ქუთაისში „ქართული ოცნების“ ოფისთან, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა მსვლელობით გადაინაცვლეს-ხმაურია.

აქციის მონაწილეები სკანდირებენ “მონებო”, რასაც ადგილზე მყოფი „ქართული ოცნების” წევრების და მხარდამჭერების უკმაყოფილება მოყვა.

ადგილზე ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირებაა.

აქციის მონაწილეების თქმით, მათ აქცია გუშინ დაგეგმეს და დღეს ხელისუფლებამ მათ აქტივისტები დაახვედრა, რაც მათ შიშზე მიუთითებს.

ფოტო: „ინტერპრესნიუსი”

პოპულარულები