LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დაიჯერეთ მათი, ისინი ღმერთმა გამოგიგზავნათ! მიანდეთ მომავალს მომავლის შექმნა“- კოტე იანტბელიძე ახალგაზრდებზე

133
კოტე იანტბელიძე

მწერალი, „კრეატივის სკოლის“ დამფუძნებელი კოტე იანტბელიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც იმ ახალგაზრდებზე წერს, რომლებიც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო აქციებს მართავენ და უკვე მეორე თვეა, რაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს აპროტესტებენ.

იანტბელიძე წინა თაობის წარმომადგენლებს მიმართავს და წერს, რომ ამ ახალგაზრდებს ბევრი აქვთ ნაფიქრი მათი ცხოვრების გაუმჯობესებაზე:

„ძალიან მინდა ეს პოსტი წინა თაობის ადამიანებმა წაიკითხონ.

პოსტი ეხება იმ ახალგაზრდებს, ვინც მიტინგზე დგას. იმ ახალგაზრდებს ეხება, ვისაც 2008 წლიდან ვასწავლი.

არ გეგონოთ, რომ მათ ქებას დავიწყებ.

სულ სხვანაირად გეტყვით მათ შესახებ.

როგორც წესი, უნივერსიტეტში შუალედურებზეც კრეატიული/ინოვაციური იდეები აქვთ წარსადგენი და ფინალურებზეც. ამ ყველაფერს ბლოკნოტში ვიწერ თავის შეფასებებით და კომენტარებით.

ხოდა, ახლა გამახსენდა გადამეშალა და გამეხსენებინა მათი იდეები, რომლებიც იცით ვისი პრობლემების მოგვარებას და გადაჭრას ეხება? – თქვენსას ❤

ბუნებრივია, იდეებს ვერ დავწერ, დავწერ მხოლოდ იმას თუ რა პრობლემებზე აქვთ ნაფიქრი და მიხვდებით, რამდენი აქვთ ნაფიქრი თქვენზე, თქვენი ცხოვრების გაუმჯობესებაზე.

აი, რამდენიმე მათგანი, რაც გამოვარჩიე:

– “იდეა აგვარებს სმენადაქვეითებული ასაკიანი ადამიანების პრობლემას, რომლებსაც დამხმარე არ ჰყავთ.”

– “ამ იდეით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება იმ ასაკიანი ადამიანების მდგომარეობა, ვინც ზამთარს მაღალმთიან რეგიონებში ატარებს”.

– “ჩვენი იდეა დაეხმარება მეხსიერების პრობლემის მქონე ადამიანებს”

– “ჩვენ იდეას შეუძლია უზრუნველყოს მოხუცების უსაფრთხო გადაადგილება”

მართლა ყველას ხომ არ ჩამოვწერ?

ასეთი კიდევ ბევრია.

ამ იდეების ავტორები ახლა რუსული კანონის საწინააღმდეგო მიტინგზე დგანან. ძალიან უნდათ ევროპული საქართველო, რომ თავისი იდეები განახორციელონ ძლიერ ქვეყანაში და ძლიერი პარტნიორების დახმარებით.

ნაცების ფოტოები რომ აჩვენოთ, შეიძლება ვერ იცნონ ვერავინ.

ეს მე ვინც ვიცი და კიდევ ხომ იქნებიან სხვა ამნაირი სტუდენტები, ვისაც არ ვიცნობ? იქნებიან.

ნუ განაზოგადებთ ცუდად.

დაიჯერეთ, მათ იმდენი აქვთ თქვენს პრობლემებზე ნაფიქრი, რომ წარმოიდგინოთ, სიხარულისგან აგეტირებათ.

დაიჯერეთ მათი.

ისინი ღმერთმა გამოგიგზავნათ!

მიანდეთ მომავალს მომავლის შექმნა“- წერს იანტბელიძე.

ძალიან მინდა ეს პოსტი წინა თაობის ადამიანებმა წაიკითხონ. პოსტი ეხება იმ ახალგაზრდებს, ვინც მიტინგზე დგას. იმ…

Posted by Kote Iantbelidze on შაბათი, 18 მაისი, 2024