„მოქმედების დროა დღეს! საქართველოს უახლესი ისტორია იწერება დღეს! ქართულმა ჯარმა ხალხი უნდა დაიცვას, საკუთარი მოსახლეობა და სამშობლო!“, – ასე ეხმაურება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი და ამჟამად ორგანიზაცია – „სამოქალაქო იდეის“ დამდუძნებელი, თინა ხიდაშელი.
აღნიშნულის შესახებ ხიდაშელი სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ „ბრძოლას სტრუქტურა და ორგანიზება სჭირდება“:
„ეხლა კეკლუცის დრო არ არის. ან ვიბრძოლებთ ჩვენი ხვალინდელი დღისთვის ან ამ თაობის ქართველებისთვის თავისუფლების კარი ჩაირაზება.
ამასობაში ამ ბრძოლას სტრუქტურა და ორგანიზება სჭირდება, არა უბრალოდ ლიდერი, ორატორი, არამედ ორგანიზებული წინააღმდეგობა.
გიორგი კვირიკაშვილი: „ქართული ოცნება“ დრამატულად აზიანებს საკუთარ ლეგიტიმაციას
ფართო ფრონტი და დისციპლინა. ამ ბრძოლაში გამოიძერწება ქვეყნის ევროპული მომავლისკენ წამყვანი პოლიტიკური ძალა და ლიდერიც!
ა ბურთი, ა მოედანი!“ – წერს თინა ხიდაშელი.
გამოყენებულია რადიო „თავისუფლებისა“ და „ინტერპრესნიუსის“ ფოტოები
მოქმედების დროა დღეს! საქართველოს უახლესი ისტორია იწერება დღეს! ქართულმა ჯარმა ხალხი უნდა დაიცვას, საკუთარი მოსახლეობა…
Posted by Tinatin Khidasheli on Thursday 28 November 2024