LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე ევროკავშირს: „გინდათ მოლაპარაკებების გახსნა? გახსენით, ჩვენ მზად ვართ, ვინ გიშლით ამას? მაგრამ ამით როდესაც აშანტაჟებ ხალხს, ეს კატეგორიულად მიუღებელია“

155
კახა კალაძე

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე ევროკავშირს მოუწოდებს – თუ მოლაპარაკებების გახსნა სურთ, გახსნან.

„თუ მართლა გული შეგტკივათ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე, ერთად მოვუწოდოთ მათ, გაგვიხსნან მოლაპარაკებები“ – ნინო წილოსანი

კალაძის თქმით, საქართველო მოლაპარაკებებისთვის მზად არის, თუმცა ამ საკითხით შანტაჟის უფლებას „ქართული ოცნება“ არავის მისცემს:

„ჩვენ ვნახეთ ცრუ პროტესტი, რომელიც დაფუძნებული იყო სიცრუეზე, ტყუილზე, თითქოს საქართველომ შეაჩერა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი.

ძირითადი ლაიტმოტივი იყო ეს განცხადებები, თითქოს ხელისუფლებამ მიიღო ეს გადაწყვეტილება. ეს იყო სიცრუე.

არაერთხელ გვითქვამს, რომ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა მოხდეს ქვეყნის ევროინტეგრაცია, ოღონდ უნდა გაკეთდეს ღირსებით, არავის მივცემთ შესაძლებლობას საქართველოსთან მიმართებაში ისეთი დამოკიდებულებაში იყვნენ, რასაც ბოლო თვეები ვხედავთ. ვისმენთ შეურაცხმყოფელ განცხადებებს, მიღებულ რეზოლუციებს, რომელიც გაჯერებულია ტყუილით, ცილისწამებით, შანტაჟით. არავის მიეცემა შანტაჟის შესაძლებლობა.

გავიხსენოთ, არჩევნების წინ გაკეთებული თუნდაც ევროკავშირის ელჩის განცხადება, თუ საქართველოს ხელისუფლება არ მიიღებს გადაწყვეტილებას და არ გამოიტანს „უცხოური გამჭვირვალობის შესახებ კანონს”, „მოლაპარაკებები არ გაიხსნება“, „მოლაპარაკებები შეჩერებულია“. მაშინ პრობლემა რა გახდა? ეს არის ცრუ პროტესტი, ყველაფერი ტყუილი.

რეალობაში რა ხდება, გვეუბნებიან, რომ 2030 წლამდე ევროკავშირში გაფართოება ვერ მოხდება. კარგად გვესმის, რომ ყველა ქვეყანას, ვისაც სურვილი აქვს, რომ ევროკავშირის წევრი გახდეს, კრიტერიუმების დაკმაყოფილებაა საჭირო, თუნდაც, ეკონომიკური განვითარება, ცხოვრების ხარისხი. ეს მშვიდობის გარეშე შეუძლებელია. შეუძლებელია მიაღწიო ამ ყველაფერს თუ ეკონომიკური განვითარება არ გვექნება. თუ მშვიდობა არ გვექნება, ვერც ეკონომიკურ განვითარება გვექნება და ვერც წინსვლა.

„დაფინანსების გაჩერებით და მოლაპარაკებების არ გახსნით გვემუქრებით თვეებია და ოკ – როცა გითხარით, ახლა ეს ჩვენი ბრალია? გახსენით ხვალვე მოლაპარაკებები და ვნახოთ რამდენ ხანში გადავასწრებთ, ისედაც ვალდებულებების შესრულების ნაწილში ჩვენზე უკან მდგომ ყველა კანდიდატ ქვეყანას“ – მაია ბითაძე ევროკავშირს 

2028 წლისთვის სხვა ეკონომიკური მაჩვენებელი გვექნება. ყველა პარამეტრით წინ ვიქნებით წასული. 2030 წლისთვის მზად ვართ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი ქვეყანა გავხდეთ. თუ მანამდე უნდათ მოლაპარაკებების გახსნა, აქ არ ვართ? გახსნან, ვინ ამბობს ამაზე უარს?! ეს არ უნდა იყოს შანტაჟის იარაღი. არავის მიეცემა შესაძლებლობა ქართველი ხალხი დააშანტაჟოს.

დღეს კანდიდატის სტატუსის მიცემა-არ მიცემის ინსტრუმენტის ნაცვლად აქვთ სხვა ინსტრუმენტი. ეს არის მოლაპარაკებების გახსნა-არ გახსნა. აქ ვარ, პარტიის გენერალური მდივანი, დედაქალაქის მერი ვარ, მოლაპარაკებების გახსნა გინდათ? გახსენი, მზად ვართ, ამას ვინ გიშლით?

არავის მივცემთ უფლებას, ხალხი დააშანტაჟოს. ყველას მოგიწევთ შეეგუოთ, რომ საქართველო არ არის ტერიტორია. საქართველო არის სამშობლო. როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ კეთილი ინებონ და პატივი სცენ ქართველ ხალხს, კულტურას, ტრადიციას და წარსულს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მდინარაძე ევროკავშირზე: თავისი ინიციატივით გაგვიხსნან მოლაპარაკებები და სიხარულით შევხვდებით…რატომ ვიხვეწო?

აჩიკო ბერიძე: „ამ ყველაფრიდან უსხლტება საქართველო და როგორ ვბედავთ თურმე! ვინც დადიოდა ევროპარლამენტში და ითხოვდა უვიზო მიმოსვლის შეწყვეტას და ჩვენი ქვეყნის დასჯას, იმათზე არ ბრაზდებიან, მათ გვერდით დგანან“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g