LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს არის შეურაცხყოფა. ყველა განვითარებული ქვეყანა მოიქცეოდა ისე, რომ ამ საგარეო საქმეთა მინისტრებს ხელს მოჰკიდებდა და პანღურებით ქვეყნიდან გაყრიდა“- კახა კალაძე ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრებზე

134
კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრების მისვლას გამოეხმაურა.

კალაძის განცხადებით, ეს შეურაცხყოფაა და „ყველა განვითარებული ქვეყანა მოიქცეოდა ისე, რომ ამ საგარეო საქმეთა მინისტრებს ხელს მოჰკიდებდა და პანღურებით ქვეყნიდან გაყრიდა“

გაბრიელიუს ლანდსბერგისი: მოუსმენს ევროკავშირი ქართველ ხალხს და აირჩევს იმედს, თუ უგულებელვყოფთ ევროპულ ღირებულებებს და კომპრომისზე წავალთ? – ლიეტუვაში საქართველოზე წუხილით ვბრუნდები

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“, ის გუნდი იქნება, რომელიც ძლიერი სახელმწიფოთი, ეკონომიკით და სუვერენიტეტით იმ ოჯახის წევრი გახდება, რომელსაც ევროკავშირი ჰქვია.

პრემიერი: პარლამენტთან ვხედავთ უცხოური გავლენის გამჭვირვალობას – პირდაპირ გამოდიან პოლიტიკურ სცენაზე უცხოელი პოლიტიკოსები, წარმოიდგინეთ რა მასშტაბის ლუსტრაციაა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი მოვლენა

„შეიძლება ითქვას, რომ კარგი ლუსტრაცია მოხდა. ეს არის კიდევ ერთხელ დამადასტურებელი ფაქტი იმისა, რასაც ჩვენ ვამბობთ, რომ დონორების მიერ დაანონსებული რევოლუცია – ეს ყველაფერი გარედან იმართება. ამის დამადასტურებელია რამდენიმე საგარეო საქმეთა მინისტრის [აქციაზე სიტყვით გამოსვლა] იყო, მანამდე კიდევ პოლიტიკოსები ჩამოსულები იყვნენ. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ განვითარებულ ქვეყანაში საპროტესტო აქციაზე სხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ან სხვა ქვეყნის პოლიტიკოსი ჩავიდეს?

„საქართველოს ჭეშმარიტი ადგილი არის ევროკავშირში, ეს პრინციპული არჩევანია და ხალხის გადასაწყვეტია რა მომავალს აირჩევს, ჩვენ თქვენ გვერდით ვართ“ – რა გვითხრა საქართველოში მყოფმა ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა

ეს არის ძალიან დიდი შეურაცხყოფა. ყველა განვითარებული ქვეყანა მოიქცეოდა ისე, რომ ხელს მოჰკიდებდა ამ საგარეო საქმეთა მინისტრებს და პანღურებით ქვეყნიდან გაყრიდა. ჩვენ დღეს ვდგამთ ნაბიჯებს იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა გაძლიერდეს, გავაძლიეროთ სახელმწიფოებრიობა და სუვერენიტეტი, ასეთი დამოკიდებულება, რაც ვნახეთ საგარეო საქმეთა მინისტრების მხრიდან, ვერცერთმა გაბედოს, ასევე, ვერცერთმა პოლიტიკოსმა ვერ გაბედოს ის, რომ საქართველომ თითქოს ევროპულ გზაზე სუვერენიტეტი უნდა დათმოს. ამის შესაძლებლობას არავის არ მივცემთ. არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ. ეს ყველამ უნდა გაიგოს!

პაპუაშვილი უცხოელ პოლიტიკოსებზე: „მიმართო აღელვებული ახალგაზრდების ჯგუფს და უწოდო მათ „მთელი ერი“ ისეთი საქციელია, რომელსაც საბჭოთა ან რუსი პროპაგანდისტებისგან უფრო მოელი“

მე არ ვფიქრობ, რომ ჩვენ სუვერენიტეტი უნდა დავთმოთ. მე ვსაუბრობ იმ განცხადებაზე, რომელიც კონკრეტულმა ყმაწვილმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა [გაბრიელიუს ლანდსბერგისმა] გააკეთა. მან თქვა, რომ საქართველომ სუვერენიტეტი უნდა დათმოს, თუ ევროკავშირის წევრობა უნდა. არ ვაპირებთ, რატომ უნდა დავთმოთ სუვერენიტეტი? ჩემი სუვერენიტეტით, სახელმწიფოებრიობით, კულტურით, ტრადიციებით, ამ ყველაფრით მინდა ევროპული გაერთიანება და ევროპული მომავალი. ჩვენ ის გუნდი ვიქნებით, რომელიც აუცილებლად ძლიერი სახელმწიფოთი, ეკონომიკით და სუვერენიტეტით იმ ოჯახის წევრი გახდება, რომელსაც ევროკავშირი ჰქვია“ – განაცხადა კალაძემ.

ჩვენ არ ვართ კოლონია, დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფო ვართ –  ევროპაში თავაწეული დავდივარ, რატომ უნდა წამომარტყას ვიღაცამ? – კახა კალაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები