დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის თანამშრომელი, პროფესორი ზურაბ მირიანაშვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ პაატა იმნაძემ საკუთარ “ფეისბუქზე” დაწერა. როგორც იმნაძემ აღნიშნა, ცნობილი ექიმის გულმა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის სირთულეებს და გადაღლილობას ვეღარ გაუძლო.
„ახალი კორონავირუსის“ წინააღმდეგ ბრძოლას, როგორც ჩანს, მისმა გულმა ვერ გაუძლო. მეგობრისა და სამედიცინო გუნდის წევრის გარდაცვალების შესახებ პაატა იმნაძე ემოციურ „პოსტს“ აქვეყნებს.
“ჩვენი გუნდის ერთი გამორჩეული კაცის გულმა ვეღარ გაუძლო ამდენი ვირუსის შემოტევას, ზურა მირიანაშვილი – ძალიან მაგარი კაცი, პროფესიონალი და ყველაზე მაგარი მოღადავე ჩვენს ცენტრში, სულ გვეშინოდა ზურას “სამიზნე” არ გავმხდარიყავით. ნათელში იყავი ნათელო და მხიარულო კაცო”, – წერს პაატა იმნაძე.