LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩვენი ჯანდაცვის მინისტრის განცხადება სამარცხვინო იყო” – “ნათელი სომხეთის” ლიდერი

109
etheyj

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ეჭვს იწვევს და ეპიდემიოლოგიური სისტემა უფრო სუსტია, “პარტია „ნათელი სომხეთის“ ლიდერი, ედმონ მარუკიანი პასუხობს. მან არსენ ტოროსიანი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მინისტრის განცხადება სამარცხვინო იყო. მისი განმარტებით, სომხეთს პანდემიის პირობებში ნაკლები უნდა ელაპარაკა და მეტი ემოქმედა. ამის შესახებ მან სომხურ მედიასთან ისაუბრა.

„უბრალოდ სამარცხვინო იყო ეს. ვფიქრობ, ნაკლები უნდა გველაპარაკა და მეტი გვემუშავა, მაგრამ ყველაფერი პირიქით მოხდა. რა აზრი ჰქონდა საქართველოსთან ურთიერთობების გაფუჭებას? რა საჭირო იყო იმის თქმა, რომ მათი მძღოლები ინფიცირებულები არიან? იგივე რომ თქვან და ჩვენი მძღოლებისთვის კარანტინი მოაწყონ? ამიტომაც, ნებისმიერი თანამდებობის პირი ფრთხილად უნდა იყოს, სანამ განცხადებებს გააჟღერებს“, – განაცხადა მარუკიანმა.

ცოტა მეუცხოვა მისგან ამ ტიპის „არადიპლომატიური“ განცხადება – ამირან გამყრელიძე სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას პასუხობს

შეგახსენებთ, რომ 22 მაისს სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა, არსენ ტოროსიანმა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა ოფიციალურ მონაცემებში ეჭვი შეიტანა. მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ სომხეთის ეპიდსაწინააღმდეგო სისტემა უფრო ძლიერია, ვიდრე საქართველოში.

„როდესაც ჩვენ საქართველოდან სომხეთში შემოსულ მძღოლებს ტესტირებას ვუტარებთ, უმეტეს შემთხვევაში კორონავირუსით ინფიცირებას ვავლენთ. ნუთუ საქართველოში დღეში კორონავირუსით ინფიცირების მხოლოდ 1-2 შემთხვევა დასტურდება, თუ ყველა შემთხვევა არ ვლინდება და სტატისტიკაში არ აისახება?“ – განაცხადა სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g