LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩვენი მეოთხე შვილი უფალთანაა… როცა მიჭირს, შვილის საფლავზე ავდივარ, მამიკო, როგორ მოვიქცე-მეთქი, ვეკითხები” – მამა შალვა კეკელია

14861
shalvakekelia-750x430

თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, მამა შალვა კეკელიამ ჟურნალ “სარკესთან” გულახდილად ისაუბრა.

როგორც აღმოჩნდა, მამა შალვას მეოთხე შვილი, იოანე გარდაცვლილი ჰყავს.

მამა შალვა აღნიშნავს, რომ როცა უჭირს შვილის საფლავზე გადის და მას დახმარებას სთხოვს.

“ჩვენი მეოთხე შვილი უფალთანაა. დაბადებიდან მალევე გარდაიცვალა, სულ 5 საათი იცხოვრა ამქვეყნად. ჩემი დიდი მეოხია და ძალიან მეხმარება, როცა მიჭირს, მის შემწეობას ბევრ რამეში ვგრძნობ. როცა შინაგანი თუ გარეგანი ბრძოლები მაქვს და ვერ ვიგებ, როგორ მოვიქე, მის საფლავზე ავდივარ და ვეუბნები, მამიკო, რამე რომ არ შემეშალოს, გეხვეწები, დამეხმარე-მეთქი. მართლაც ძალიან მეხმარება და მეწევა.”

– ანგელოზად და მფარველად მიიჩნევთ გარდაცვლილ შვილს?

– დიახ, ჩემი ოჯახის მფარველი ანგელოზია. თავის დედმამიშვილებსაც ძალიან ეხმარება. ბიჭი იყო – იოანე. მისი მონათვლა მოვასწარით. სახლი რომ არ გვქონდა, მეგობრის სახლში ვცხოვრობდით. ჩემმა მეგობრებმა რომ გაიგეს, მეოთხე შვილს ველოდებოდით, ბინა გვაჩუქეს. ანუ ახლა ჭერი რომ გვაქვს, ესეც იოანეს შემწეობაა…”-აღნიშნავს “სარკესთან” მამა შალვა კეკელია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები