LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა თქმა უნდა, ჩვენი მერობის კანდიდატი კახა კალაძე იქნება: შალვა პაპუაშვილი

58
შალვა პაპუაშვილი

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერისა და პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარისა და მისი თანაგუნდელის, არჩილ თალაკვაძის მერობაზე ინფორმაცია მცდარია და სიმართლეს არ შეესაბამება.

“ჩვენ გვყავს ჩვენი კანდიდატი მერობისთვის. რა თქმა უნდა, კანდიდატი კახა კალაძე იქნება,” – თქვა შალვა პაპუაშვილმა.

მისი აზრით, “ჩვენი თანამოქალაქეები ხედავენ, თუ რამხელა ძვრები გამოიწვია კახა კალაძის მერობამ თბილისში.” “ხედავთ, როგორი ურბანული ძვრებია ეკოლოგიური თუ ინფრასტრუქტურული მიმართულებით“, – დასძინა პაპუაშვილმა.

ჟურნალისტების დასმულ კითხვაზე კი  – დაზუსტებულია თუ არა კალაძის მერობის კანდიდატობის საკითხი, პაპუაშვილმა განაცხადა, რომ მათი სურვილია, დედაქალაქის მერობის კანდიდატი კალაძე იყოს.

„როცა წინასაარჩევნო კამპანია დაიწყება, თავად კალაძის გადასაწყვეტია, მას სურს თუ არა, რომ ამ ბრძოლაში შევიდეს, მაგრამ ჩვენი სურვილია, „ქართული ოცნებიდან” მერობის კანდიდატი ის იყოს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

magti 5g