LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენი მიზანი არასდროს ყოფილა ავღანეთის სახელმწიფოს მშენებლობა, ჩვენი მიზანი იყო ტერორიზმთან ბრძოლა: ჯო ბაიდენი

194
B9728015339Z.1-20210816221435-000+GSFIOJPAK.2-0

პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამბობს, რომ ავღანეთში ამერიკის მიზანი ტერორიზმის აღმოფხვრა იყო და არა სახელმწიფოს აშენება.

თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლის დროს, ბაიდენმა საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა თუ რატომ დაიწყო ომი ავღანეთში. პრეზიდენტი ამბობს, რომ სამხედრო ოპერაცია 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ დაიგეგმა და პირველივე დღიდან დღემდე, ამერიკის მთავარი ინტერესი ავღანეთში ტერორიზმის აღმოფხვრა იყო.

“20 წლის წინ ჩვენ ავღანეთში მისია დავიწყეთ, რამდენიმე მიზეზით. პირველი პასუხი გვეგებინა მათთვის ვინც 2001 წელს ჩვენ თავს დაგვესხა და მეორე, დავრწმუნებულიყავით, რომ ალყაიდა ვერ გამოიყენებდა ავღანეთს ბაზად საიდანაც ჩვენ ხელმეორედ დაგვესხმებოდა თავს. ჩვენ ეს გავაკეთეთ. ჩვენი მიზანი არასდროს ყოფილა ავღანეთის სახელმწიფოს მშენებლობა. ჩვენი მიზანი იყო ტერორიზმთან ბრძოლა.
ერთი ტრილიონი ამერიკული დოლარი დავხარჯეთ 20 წლიან ომში. დიდი რესურსი ჩავდეთ ავღანეთში და რა მოხდა? მას შემდეგ რაც ამერიკელმა სამხედროებმა ქვეყანა დატოვეს, ავღანეთის სახელმწიფო ჯარი სრულად ჩამოიშალა, ხელისუფლებამ ძალაუფლება დათმო… ამერიკელი სამხედროები ვერ და არ ჩაერევიან ამ პროცესებში. კიდევ რამდენი წელი უნდა დავრჩენილიყავით ავღანეთში? რამდენი ამერიკული სიცოცხლე უნდა დაგვეკარგა? წარსულში დაშვებული შეცდომები აღარ უნდა გავაგრძელოთ, ეს არ შეიძლება”, – აცხადებს პრეზიდენტი ბაიდენი.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები