LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენი პარტია შს მინისტრის და პრემიერ-მინისტრის გადადგომას არ ითხოვს: იაგო ხვიჩია

55
xvichia-imedi3-1

ჩვენ მგონი, ერთადერთი პარტია ვართ, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრის და პრემიერ- მინისტრის გადადგომას არ ითხოვს, – ამის შესახებ “გირჩის” დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, პარტიის პოზიცია გამომდინარეობს იქიდან, რომ რომ დღეს ქვეყანაში არაფორმალური მმართველობაა და მისივე განმარტებით ჯერ გასარკვევია, ვინ იღებს „ქართული ოცნების“ მთავრობაში კონკრეტულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს.

“ჩვენ დღეს ვიძახით, რომ არის არაფორმალური მმართველობა და არ ვიცით, ვინ ღებულობს გადაწყვეტილებას და მეორე – დღეს აპრიორი ვითხოვთ შინაგან საქმეთა მინისტრის ან ვინმეს გადადგომას, მაშინ როცა წინ ნათქვამი გვაქვს, რომ არ ვიცით, ვინ იღებს გადაწყვეტილებას. ჩემი აზრით, ეს არის მსხვერპლის მოთხოვნა, ასევე არა დამნაშავის დასჯა და მისგან პასუხისმგებლობის აღება, არამედ მსხვერპლის მოთხოვნა და ამას კიდევ უფრო მეტად აძლიერებს ის, რომ გადადგომაა მოთხოვნილი. თუ დამნაშავეა ხალხი და მათ ვუყურებთ, როგორც სისხლის სამართლის დამნაშავეებს, მაშინ გადადგომა რატომ არის საკმარისი, მაშინ ხომ სხვა რამ უნდა მოვითხოვოთ? აქედან გამომდინარე, ჩვენ უბრალოდ გვინდა გავარკვიოთ ჯერ ამბავი და მერე ვარჩიოთ მტყუან-მართალი, ვინ მიიღო ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება. ჩვენ ვეწინააღმდეგებით მსხვერპლის ძიებას, მანამ არ ვიცით, ვინ არის დამნაშავე კონკრეტულ რაღაცაში“, – განაცხადა ხვიჩიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g