მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ დამფუძნებელი დავით ქაცარავა აცხადებს, რომ მათი საპატრულო ჯგუფის 3 წევრს H1N1 ვირუსი დაუდგინდა.
მისივე თქმით, ისინი ატოციდან საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების მანქანებმა გადაიყვანეს.
„ერთ-ერთის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა!!!
მაინც არ გავჩერდებით!!!
შემდეგი ჯგუფი ვენაცვლებით ჩვენს გუშაგებს და მათ კი, სასწრაფო გამოჯანმრთელებას ვუსურვებ,“ – წერს ქაცარავა სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, გრიპის ვირუსების გავრცელების მაჩვენებელი გაიზარდა.
ვირუსი როგორც ბავშვებში, ისე მოზრდილებში და ყველა ასაკის პირებშია გავრცელებული
გავრცელებული ვირუსების უმრავლესობა ე.წ. ღორის გრიპია - პაატა იმნაძე
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაცით, ავადობა 100 000 ადამიანზე 180-ს შეადგენს. სპეციალისტები მოსახლეობას სიფრთხილისკენ და ექიმისთვის დროულად მიმართვისკენ მოუწოდებენ.
ასევე, გუშინ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ მიმდინარე სეზონზე საქართველოში გავრცელებული ვირუსების უმრავლესობა H1N1 – ე.წ. ღორის გრიპია.