LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენი შესაძლებლობები ყველამ უნდა გავიგოთ, რომ არის შეზღუდული“ – ეკონომიკის მინისტრის მორიგი განცხადება „ბორჯომის“ საკითხზე

146
ipiccy_image

ჩვენი შესაძლებლობები ყველამ უნდა გავიგოთ, რომ არის შეზღუდული, რადგან ეს არის გადაწყვეტილებები, რომლებიც მიღებულია საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ სანქციებთან დაკავშირებით, თუმცა ჩვენთვის „ბორჯომი“ არის მნიშვნელოვანი ბრენდი, – ამის შესახებ საქართველოს „პირველ არხს“ ლევან დავითაშვილმა განუცხადა.

როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, ეს არის მნიშვნელოვანი წარმოება საქართველოს ეკონომიკისთვის და აქედან გამომდინარე, სამინისტრო პირველი დღიდან, როდესაც ეს ინფორმაცია გავრცელდა, მონაწილეობს პროცესში.

„ჩვენ იურიდიულ პროცესს ვსწავლობთ, ვმონაწილეობთ სხვადასხვა მხარესთან, რათა ისეთი გარკვეული გადაწყვეტილებები იქნეს მიღებული, რომელიც შემდგომში კომპანიას ფუნქციონირებაში დაეხმარება. სამწუხაროდ, ამაზე მეტი დეტალის თქმა არ შემიძლია, ეს არის მოთხოვნა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, რომ გარკვეული დეტალები ამ ეტაპზე არ გამჟღავნდეს, თუმცა პრემიერმაც განაცხადა, რომ ჩვენ ვმუშაობთ იმ კუთხით, რომ პრობლემები მოვაგვაროთ“, – განუცხადა დავითაშვილმა საქართველოს „პირველ არხს“ და იქვე დასძინა, რომ კომპანიამ მაქსიმალური უნდა გააკეთოს, რომ შეინარჩუნოს თანამშრომლები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები