LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენი თვალი გაქვთ!“ – ზუგდიდის საკრებულოში “დროას” წევრი პარტია “საქართველოსთვის” წევრებს დაუპირისპირდა

65
untitled-design-11

ზუგდიდის საკრებულოში თავმჯდომარე ისევ ვერ აირჩიეს.

სხდომა “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” კენჭისყრამდე დატოვა, საკუთარი კანდიდატურა კი პარტიამ “საქართველოსთვის” წარადგინა, თუმცა ამჯერად “ქართულმა ოცნებამ” თქვა უარი კენჭისყრაში მონაწილეობაზე და ქვორუმის არარსებობის გამო სხდომა ისევ ერთი კვირით გადაიდო.

გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგენლებს, ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე, “დროას” წევრი, მარიამ სიჭინავა დაუპირისპირდა, მას შემდეგ რაც პარტიამ “საქართველოსთვის” საკრებულოს თავმჯდომარედ საკუთარი კანდიდატურა წარადგინა.

„დროას“ წევრმა სხდომაზე პლაკატით ხელში – „ჩვენი თვალი გაქვთ!“ გახარიას პარტიის წარმომადგენლებს მიმართა.

სიჭინავას განცხადებით, პლაკატზე არსებული წარწერა “ჩვენი თვალი გაქვთ!” არის შეხსენება, პარტიის მიმართ, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარეობაზე აქვს პრეტენზია.

კერძოდ, “დროას” წევრის განცხადებით, გახარიას პარტიას კობა ლეთოდიანისა და მაკო გომურის თვალი ვალად აქვთ.

ბრალდებაზე საპასუხოდ გახარიას პარტიის ფრაქციის თავმჯდომარემ საკრებულოში, გიგა ფარულავამ განაცხადა, რომ ისინი გრძნობენ პასუხისმგებლობას და „დადგმულ შოუში მონაწილეობას არ მიიღებენ“.

ფოტო: თეონა კვარაცხელია

magti 5g