„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია II-ს აღსაყდრებიდან 47-ე წლისთავს ულოცავს.
მიმართვაში, რომელსაც „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს, ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის დღევანდელი დღე ისტორიული მნიშვნელობის არის:
„დიდი პატივისცემითა და სიყვარულით ვულოცავ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს, აღსაყდრებიდან 47-ე წლისთავს.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის დღევანდელი დღე ისტორიული მნიშვნელობისაა.
წლების სვლასთან ერთად, კიდევ უფრო თვალსაჩინოა, რომ 47 წლის წინ, საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ისტორიაში ახალი ერა დაიწყო.
ჩვენი უწმინდესი, ჩვეული სიბრძნით, ზნეობისა და ადამიანთა სიყვარულის დიდი უნარით კვლავ შეუდრეკლად დგას ჩვენი – მისი სულიერი შვილების სიმტკიცისა და ღირებულებებისადმი ერთგულების სადარაჯოზე. ვუსურვებ მას კიდევ მრავალი წელი საქართველოს ეკლესიის სათავეში ყოფნას ჩვენი სამშობლოსა და ხალხის საკეთილდღეოდ“, – წერია ბიძინა ივანიშვილის მიმართვაში.
დიდი პატივისცემითა და სიყვარულით ვულოცავ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს,…
Posted by ქართული ოცნება / Georgian Dream on ოთხშაბათი, 25 დეკემბერი, 2024