LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენი ზღაპრის მიღმა დიდი შრომა, მოთმინება და ერთმანეთის გაგება დგას…“ – მარიამ შარმანაშვილი და კარლო პონტი ახალ სახლში გადავიდნენ

1687
მარიამ შარმანაშვილი, კარლო პონტი

მსოფლიო კინოვარსკვლავის, სოფი ლორენის ქართველი რძალი, მარიამ შარმანაშვილი ჟურნალ „სარკეს“ უამბობს, თუ როგორი ოჯახი შედგა მისი და დირიჟორ კარლო პონტის ქორწინების შედეგად, რომელიც გასულ ზაფხულს გრანდიოზული ცერემონიით გაიმართა.

როგორც „სარკესთან“ ინტერვიუში ხდება ცნობილი, წყვილი საცხოვრებლად ახალ სახლში გადავიდა.

„იყო და არა იყო რა – მე კონკიას ისტორია მაქვს…“ – მარიამ შარმანაშვილის ქორწინება იტალიურად, რა გაიხსენა სოფი ლორენის რძალმა

„ჩვენი ოჯახური ცხოვრება ძალიან დინამიკურია, მაგრამ შეძლებისდაგვარად ვცდილობთ შევინარჩუნოთ სიმშვიდე და სიმყუდროვე ჩვენს პირად სივრცეში. გადავედით ახალ სახლში, რაც ახალ ეტაპებსა და ყოველდღიურ საზრუნავთან არის დაკავშირებული, თუმცა ეს ყველაფერი ძალიან სასიამოვნო და საინტერესოა…“

ჟურნალის კითხვაზე: როგორი სახე მიიღო თქვენმა სიყვარულმა ქორწინების შემდეგ, ხშირი განშორებები როგორ მოქმედებს ამ გრძნობაზე? – მარიამმა უპასუხა:

„ვერ ვიტყვი, რომ ქორწინებამ ჩემსა და კარლოს ურთიერთობაში რაიმე განსაკუთრებულად შეცვალა. ცხოვრება ქორწინების შემდეგაც ჩვეული წესითა და რეჟიმით განვაგრძეთ. ხანდახან ცალ-ცალკე ყოფნაც გვიწევს, თუმცა ეს დიდ დისკომფორტს არ გვიქმნი, პირიქით, ეს გარკვეულწილად ახალისებს სიყვარულს და ვფიქრობ აძლიერებს კიდეც…“

კითხვაზე: თქვენს წყვილს ხშირად ადარებენ თანამედროვე რომანტიკული ზღაპრის გმირებს, თვითონ თუ გაქვთ ასეთი შეგრძნება – მარიამი პასუხობს:

„დიახ, სწორად აღნიშნეთ, ჩვენი სიყვარულის ისტორია ნამდვილად ჰგავს ზღაპარს, თუმცა ამ ზღაპრის მიღმა დიდი შრომა, მოთმინება და ერთმანეთის გაგება დგას. მე მჯერა, რომ ყველა ადამიანს შეუძლია საკუთარი ზღაპრის შექმნა, თუ გულწრფელად შეიყვარებს…“

ვიდეო: „ნუ შეგეშინდებათ ბედნიერების გაზიარების, შიში დაბალი ვიბრაციის მდგომარეობაა“ – მარიამ შარმანაშვილი პოზიტიური ენერგეტიკის გაზიარების მნიშვნელობაზე საუბრობს

ინტერვიუ ვრცლად იხილეთ ჟურნალის „სარკე“ 16-22 მარტის ნომერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები