LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

#ჩვენიანი – ლიბერთის ახალი საკომუნიკაციო პლატფორმა

35
დავითი

ცოტა ხნის წინ ლიბერთიმ კამპანია #ჩვენიანი დაიწყო და საკომუნიკაციო პლატფორმის პირველი ვიდეორგოლიც წარადგინა.

ახალი კამპანია, რომლის მთავარი გმირები ბანკის რეალური თანამშრომლები და მომხმარებლები არიან, პასუხობს ლიბერთის სტრატეგიას და მთავარ მიზანს – უნივერსალურ საფინანსო ინსტიტუტად ჩამოყალიბდეს.

ლიბერთის ამ საინტერესო ეტაპისა და ახალი შეთავაზებების შესახებ სასაუბროდ „ბიზნესნიუსმა“ სასესხო პროდუქტების დეპარტამენტის ხელმძღვანელს, დავით სულუაშვილს უმასპინძლა:

– უპირველესად, აღვნიშნავ, რატომ ჩვენიანი. ჩვენ, ქართველები როდესაც ადამიანზე ვიტყვით, რომ იგი ჩვენიანია, შემდეგ მაქსიმალურად ვცდილობთ, მას განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ, უფრო მეტიც, სხვებსაც ვაიძულებთ ასე მოექცნენ მას. სწორედ ამ მიდგომიდან გამომდინარე, თუ ჩვენს მომხმარებელს დავუძახებთ ჩვენიანს, შემდეგ მათაც შეეძლებათ მოგვთხოვონ მაქსიმალურად კარგი პროდუქტები და ხარისხიანი სერვისი და ეს ორმხრივი ურთიერთობა გრძელვადიან პერსპექტივაში იყოს სასარგებლო.

რაც შეეხება ბანკის ახალ ეტაპს, მოდით ეს ეტაპი ორ ნაწილად დავყოთ – როდის დაიწყო ის მომხმარებლების აღქმაში და როდის – უშუალოდ ბანკისთვის.

კამპანიის გამხსნელი ვიდეორგოლი სხვადასხვა საკომუნიკაციო არხსა და პლატფორმაზე ერთი თვის წინ გაეშვა და მისი მეშვეობით გვინდოდა მაქსიმალური გულწრფელობით გადმოგვეცა ის ემოცია, რომელიც მომხმარებელთან გვაკავშირებს. მოგეხსენებათ, სეგმენტი, რომელსაც ამ ეტაპზე ვემსახურებით სოციალური სარგოს მიმღები პირები, უფროსი თაობის წარმომადგენლები არიან, მაგრამ ეს არის ის, სადაც დღეს ვართ და სადაც გვინდა რომ ვიყოთ, ეს იქნება უკვე ამ კამპანიის გაგრძელება, რომელიც 9-10 მომდევნო ვიდეოში გამოიხატება და რომლებსაც სულ მალე წარვუდგენთ საზოგადოებას.

ბანკისთვის ახალი ეტაპი კი სადღაც წელიწად ნახევრის წინ დაიწყო, როცა საცალო საბანკო მომსახურების მიმართულება ცალკე დირექტორიად გამოიყო. მართალია, ბანკომატების ქსელითა და ფილიალებით საქართველოში პირველ ადგილზე ვიმყოფებით და მომხმარებელს მაქსიმალურად ყველა წერტილში ვემსახურებით, მაგრამ მიზნად დავისახეთ, რომ ყველა ის პროდუქტი გვქონდეს, რაც საქართველოს ბაზარზე საცალო საბანკო მომსახურების მიმართულებას ახასიათებს,  მაქსიმალურად ყველა ფუნქციონალს მოიცავდეს როგორც საკრედიტო, ასევე საოპერაციო პროდუქტები, გვქონდეს გამართული ციფრული სერვისები, არ გვქონდეს ხარვეზები ქოლცენტრში და ა.შ. ეს წელიწადი სწორედ ამ სერვისებისა და პროდუქტების სრულყოფაზე ვმუშაობდით და როცა ვიგრძენით, რომ უკვე მზად ვიყავით მომხმარებლებისთვის გვეთქვა, რომ ჩვენიანები გამხდარიყვნენ, ეგრძნოთ ლიბერთი ბანკის გაუმჯობესება და ჩვენით კმაყოფილება, დავაანონსეთ კიდეც ეს კამპანია და პირველი ვიდეორგოლიც გავუშვით.

რაც შეეხება შეთავაზებებს, ბანკმა სტრატეგიული სწორება აიღო იმაზე, რომ გარდა სოციალური სარგოს მიმღები პირებისა, უფროსი თაობის მომხმარებლებისა, ჰყოლოდა სახელფასო და არასახელფასო და ახალგაზრდა მომხმარებლები, ასევე, ემიგრანტებისთვისაც შეექმნა სხვადასხვა პროდუქტზე წვდომის შესაძლებლობა. სწორედ ამიტომ დავიწყეთ იპოთეკური სესხის აქცია მათთვის, ვინც პირველად აპირებს უძრავი ქონების შეძენას. ეს შეთავაზება განსაკუთრებულია – ჩვენიანები წლიური 10.8%-დან აიღებენ იპოთეკურ სესხს ლარში, რომელსაც ზემოდან დაზღვევისა და სხვა მსგავსი საკომისიოები არ ემატება. გარდა ამისა, იმისთვის, რომ ჩვენიანები გახდნენ ისინიც, ვისაც სხვა ბანკებში ერიცხებათ ხელფასები და სხვა ბანკებში აქვთ კრედიტები, მათაც 10,8%-ს ვთავაზობთ ლარში, თუ სხვა ბანკში არსებული იპოთეკური სესხის რეფინანსირებას მოახდენენ ჩვენთან. ჩვენიანებისთვის გარდა იპოთეკური სესხისა, ისეთი პროდუქტებიც გვაქვს, რომლებიც კარგი ბენეფიტებით გამოირჩევა, მაგალითად, ეს არის 0%-იანი საკრედიტო ბარათი, რომელზეც მომხმარებელს სწორი ხარჯვის შემთხვევაში არ უწევს გადახდა და ქეშბექის გზით, პირიქით, შეუძლია, დადებითი ბალანსით დაასრულოს თვე, გვაქვს არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო კრედიტები, რომლებზეც 9,9%-დან გვეწყება ნომინალური საპროცენტო განაკვეთი, მას ნოემბერში რეგულაციური შემსუბუქებაც დაემთხვა – სესხის მაქსიმალური ვადა ოთხი წელი გახდა, გაზრდილ ვადასთან ერთად კი, ჩვენიანის კამპანიის ფარგლებში, მომხმარებლებს მეტი შესაძლებლობაა აქვთ კრედიტი შედარებით დაბალ საპროცენტო განაკვეთში აიღონ.

– ლიბერთიმ მიზნად დაისახა ჩამოყალიბდეს უნივერსალურ საფინანსო ინსტიტუტად. რას ნიშნავს უნივერსალიზაცია?

– იმისთვის, რომ ბანკმა თქვას, რომ სისტემური ბანკია, საჭიროა ძლიერი MSM და კორპორაციული მიმართულებები. MSM მიმართულებაში მცირე, მიკრო და საშუალო ბიზნესების, კორპორაციულში კი მსხვილი ბიზნესების დაფინანსება იგულისხმება. რადგან კორპორაციული მიმართულება საცალო საბანკო მიმართულების გარეშე ვერ მუშაობდა, ამაშიც გავძლიერდით და ახლა უკვე ტანდემში, ეს სამივე მიმართულება  ერთიან, დიდ, სისტემურ ბანკად პოზიციონირების საშუალებას მოგცემს.

სისტემურობისთვის ფილიალების ქსელში ახალი რგოლიც გავაჩინეთ და პოზიციას ურთიერთობის მენეჯერი დავარქვით. იგი სახელფასო მომხმარებლებზე ზრუნავს და მათზე მორგებულ შეთავაზებებს აკეთებს, ამასთან, სახელფასო ორგანიზაციის თანამშრომლებს რიგის გარეშე ემსახურება. ასევე, გვაქვს ძალიან კარგი ინტერნეტ და მობაილ ბანკი, სადაც სხვადასხვა ფუნქციონალის დამატების წყალობით მომხმარებლებს საშუალება აქვთ დისტანციურად მიიღონ გარკვეული სერვისები და ფილიალში მისვლის გარეშე შეძლონ, მაგალითად, კრედიტების აღება, ანგარიშების გახსნა, კომუნალურების გადახდა და ა.შ. გავაძლიერეთ ქოლცენტრიც, სადაც შემომავალი ზარების მიხედვით დიდი ჩამორჩენა გვქონდა, ეს უკვე მინიმუმამდეა დასული, უფრო მეტიც, გაჩნდა გამავალ ზარებზე მომუშავე გუნდი, რომელიც მომხმარებელს გარკვეული შეთავაზებით იქით ურეკავს. კიდევ ბევრი სხვა მიმართულებით ვაპირებთ გაძლიერებას, თუმცა ამაზე თანდათან გავავრცელებთ ინფორმაციას, ახლა მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ 2024 წლის შუა პერიოდიდან ლიბერთი ბანკს აბსოლუტურად ყველა ის პროდუქტი, სერვისი და ფუნქციონალი ექნება, რომელიც მესამე სისტემურ ბანკს უნდა ჰქონდეს და საკმაოდ კონკურენტულები ვიქნებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g