LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენს ახალ პარტიას ექნება ამბიცია, იყოს ხალხის ინტერესის წარმომადგენელი, რომელიც დაანგრევს ივანიშვილ-კეზერაშვილის პოლიტიკურ კორუფციას“ – ნიკა მელია

143
ნიკა მელია

„ჩვენს ახალ პარტიას ექნება მთავარი ამბიცია – იყოს ხალხის ინტერესის წარმომადგენელი, რომელიც დაანგრევს ივანიშვილ-კეზერაშვილის პოლიტიკურ კორუფციას, შეცვლის თამაშის უწესო წესებს, წესიერებითა და სიმართლით,“ – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.

ნიკა მელია: „ვაფუძნებ ჩემს პარტიას და ეს პარტია ქართული დემოკრატიისთვის ძალიან ბევრს გააკეთებს“

ნიკა მელია NDI-ის კვლევას ეხმაურება და წერს, რომ „ამომრჩევლის უდიდესმა ნაწილმა პოლიტიკოსების ნდობა დაკარგა“.

NDI – გამოკითხულთა 47%-მა განაცხადა, რომ არცერთი პარტია არ დგას მის შეხედულებებთან ახლოს, „ქართული ოცნება“ 19%-მა დაასახელა, „ნაციონალური მოძრაობა“ კი 4%-მა 

„ოპოზიციის არცთუ მცირე ნაწილმა მიიღო ივანიშვილის მანკიერი სისტემა, მისი თამაშის წესები. ივანიშვილის წესებით თამაში აწყობს მხოლოდ მას, ოპოზიციის ნაწილი კი ადასტურებს იმას, რაც სურს ივანიშვილს: ხალხი ფიქრობს, რომ ყველა ერთნაირია, ოპოზიციის ნაწილი კი თავისი ქმედებებით, გადაწყვეტილებებით, ქცევით ამ აზრს მხოლოდ განამტკიცებს.

ამომრჩევლის უდიდესმა ნაწილმა დაკარგა პოლიტიკოსების ნდობა, უჭირს ნათლად დაინახოს საკუთარი და ქვეყნის პერსპექტივა, გამოსავალს ხედავს ქვეყნიდან წასვლაში და არა მომავლისთვის ბრძოლაში.

ამომრჩეველს არასწორად მიიჩნევენ გადაუწყვეტლად, მათი გადაწყვეტილება არის ნათელი – მიუღებლობა არსებული პოლიტიკური კლასის უმეტესობის მიმართ.

ვერავის ექნება ამ ქვეყანაში პოლიტიკური მომავალი, ხალხის მხარდაჭერა და ცვლილების შესაძლებლობა, ვინც მიიღებს ივანიშვილ-კეზერაშვილის თამაშის წესებს.

სწორედ ამიტომ, ჩვენს ახალ პარტიას ექნება მთავარი ამბიცია – იყოს ხალხის ინტერესის წარმომადგენელი, რომელიც დაანგრევს ივანიშვილ-კეზერაშვილის პოლიტიკურ კორუფციას, შეცვლის თამაშის უწესო წესებს, წესიერებითა და სიმართლით.

NDI – ს კვლევაზე

ოპოზიციის არცთუ მცირე ნაწილმა მიიღო ივანიშვილის მანკიერი სისტემა, მისი თამაშის წესები;

ივანიშვილის…

Posted by Nika Melia on ორშაბათი, 11 დეკემბერი, 2023

ჩვენი გზა სიმართლის გზაა, სადაც არის სიმართლე, იქ არის ხალხი, სადაც არის სიმართლე იქ არის რწმენა და იქ მოდის გამარჯვება. სადაც სიმართლე და მართალი ხალხის ბრძოლაა, იქ ხდება ცვლილება,“ – წერს მელია.

თაკო ჩარკვიანი: ნიკა მელიას განსაკუთრებული რესურსი ვერ ექნება, ვიღაცას უნდა მიეტმასნოს, ვინ მიიწებებს? არ მგონია, ვინმეს სჭირდებოდეს პოლიტიკური ლუზერი

არჩილ თალაკვაძე: ფაქტია, რომ ნიკა მელიამ რაღაც მუხტი გაიყოლა და პარტია დღეს კიდევ უფრო მეტად დაშლილია

„თუ რუსულ რეჟიმთან გულწრფელად გინდა ბრძოლა, უნდა იყო მიშას გვერდით და მიშას გუნდში“ – გია ბარამიძე ნიკა მელიას პარტიიდან წასვლაზე

 

magti 5g