LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თაკო ჩარკვიანი: ნიკა მელიას განსაკუთრებული რესურსი ვერ ექნება, ვიღაცას უნდა მიეტმასნოს, ვინ მიიწებებს? არ მგონია, ვინმეს სჭირდებოდეს პოლიტიკური ლუზერი

416
BeFunky-collage

ნიკა მელიას განსაკუთრებული რესურსი ვერ ექნება, ვიღაცას უნდა მიეტმასნოს, ვინ მიიწებებს? არ მგონია, ვინმეს სჭირდებოდეს პოლიტიკური ლუზერი, – ამის შესახებ „კანონისა და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა.

როგორც ჩარკვიანმა აღნიშნა, ნიკა მელია უმსგავსოდ მოიქცა.

„ალბათ ყველა დამეთანხმება, ულამაზო იყო, ეს ყველაფერი დიდხანს გაგრძელდა. პარტიას ჰყავს ლეგიტიმურად არჩეული თავმჯდომარე. იმ თავმჯდომარეს პარტიის დამფუძნებელმა ლიდერმა, სააკაშვილმა ბევრჯერ გამოუცხადა მხარდაჭერა და მიუთითა მელიას, მის მომხრეებს, რომ შემოუერთდით ამ პარტიას, მანიფესტიც გააკეთეს, არ გააკეთა ეს მელიამ. ამიტომ, ვიტყოდი ასე – იგი წავა და სხვა მოვა, ტურფასა საბაღნაროსა. ისე ამბობს, წარსულს ვტოვებ და მომავალში მივდივარო, თვითონ არ არის წარსული? აღსრულების ბიუროს უფროსი იყო. ყველას თავისი წარსული უკან მოჰყვება, რაც არ უნდა იძახო, ვტოვებო, ის წარსული შენ არ გტოვებს. ვფიქრობ, არ დატოვა წარსულმა მელია და იძულებული გახდა, ასე უმსგავსოდ მოქცეულიყო.

ვიღაცას უნდა მიეტმასნოს. ის ვიღაცა, ვფიქრობ, იქნება ან ხაზარაძე, ან გახარია. ასე სადღაც შუაში მოქმედებს, იქნებ ვინმეს დასჭირდეს. ვინ მიიწებებს? არ მგონია, ვინმეს სჭირდებოდეს პოლიტიკური ლუზერი“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

ნიკა მელია: „ვაფუძნებ ჩემს პარტიას და ეს პარტია ქართული დემოკრატიისთვის ძალიან ბევრს გააკეთებს“

არჩილ თალაკვაძე: ფაქტია, რომ ნიკა მელიამ რაღაც მუხტი გაიყოლა და პარტია დღეს კიდევ უფრო მეტად დაშლილია

„თუ რუსულ რეჟიმთან გულწრფელად გინდა ბრძოლა, უნდა იყო მიშას გვერდით და მიშას გუნდში“ – გია ბარამიძე ნიკა მელიას პარტიიდან წასვლაზე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g