LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენს ამოცანას ყოველწლიურად 50-60 ათასამდე სამუშაო ადგილის შექმნა წარმოადგენს – მამუკა ბახტაძე

მამუკა ბახტაძე

პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე, ბრიფინგზე სამუშაო ადგილების გაზრდაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მთავრობის მიზანს ყოველწლიურად, 50-60 ათასამდე სამუშაო ადგილის შექმნა წარმოადგენს.

„ვისურვებდი, ამ სამუშაო ადგილების დიდი ნაწილი სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესზე მოდიოდეს,” –  განაცხადა პრემიერმა.

მამუკა ბახტაძის განცხადებით, ბიზნესმა უნდა შექმნას სამუშაო ადგილები, რომელიც საბოლოო ჯამში სიღარიბის ნაბიჯ-ნაბიჯ შემცირებასა და დაძლევას შეუწყობს ხელს.

„ჩვენ გვაქვს კონკრეტული ინიციატივები, რომელთა დიდი ნაწილი შეეხება მცირე და საშუალო ბიზნესს. ჩვენ გვაქვს სიღარიბის პრობლემა საქართველოში, რომლის გამომწვევი წყარო რამდენიმეა. ჩვენი ახალი საბაჟო კოდექსი, სასტარტო კაპიტალის რეფორმა, დაზღვევის ინსტრუმენტები, რომელიც ევროკავშირთან ერთად შევიმუშავეთ, ექსპორტის წამახალისებელი პროგრამები ორიენტირებული იქნება სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესში უფრო მეტი სამუშაო ადგილის გენერირებაზე,“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერის ინფორმაციით, ასევე გაგრძელდება მნიშვნელოვანი ნაბიჯები გლობალურ ეკონომიკაში საქართველოს კიდევ უფრო ეფექტურად ინტეგრირებისთვის.

„ჩვენი ბაზარი საკმაოდ მცირეა იმისთვის, რომ ბიზნესმა შეძლოს აქტიური განვითარება. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვან ამოცანად დარჩება გლობალურ ეკონომიკაში საქართველოს უფრო ეფექტურად ინტეგრირება,“ – განაცხადა პრემიერმინისტრმა და აღნიშნა, რომ ამ კუთხით მდგომარეობის გაუმჯობესების დიდი პოტენციალი არსებობს.

პრემიერმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საგადასახადო პოლიტიკა იქნება მაქსიმალურად ლიბერალური და წარდგენილია მნიშვნელოვანი ინიციატივები, რომლებიც ჯარიმების და საურავების დაწესების „დრაკონული წესების“ შეცვლას გულისხმობს.

მთავრობის მეთაურმა ასევე, ისაუბრა დღგ-ს დაბრუნების რეფორმაზე, რომელიც მომავალი წლიდან ელექტრონულ რეჟიმში ამოქმედდება.

mazda magti 5g