საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი ექიმების მიმართ საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან წამოსულ კრიტიკას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
„როგორცა ჩანს, კიდევ ერთხელ ახდება წინასწარმეტყველება, რომ არც ერთი კეთილი საქმე დაუსჯელი არ დარჩება და ბოლო მოქმედებაში ჩვენს გადამრჩენელ ექიმებს თავბედს ვაწყევლინებთ! ჟანრის კანონი ასეთ ფინალს ითხოვს“, – წერს მაღლაფერიძე.
აღნიშნულ პოსტს გამოხმაურებაც მოყვა. ზოგიერთი ინტერნეტმომხმარებელი წერს, რომ სხვა ქვეყნებშიც მსგავსი რამ ხდება. ნაწილი კი ამბობს, რომ ქართველი ექიმების პროფესიონალიზმში ეჭვი არავის შეაქვს, თუმცა აღნიშნავენ, რომ ზოგიერთი მედიკოსი ხალხზე ფსიქოლოგიურ ტერორს ახდენს.
საქართველოში კორონავირუსი კიდევ 29 პირს დაუდგინდა, ინფიცირებულთა რაოდენობა 485-მდე გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა
“პიკს თვის ბოლოს მოველით”- ცერცვაძე ვარაუდობს, რომ 1 000 შემთხვევას არ უნდა გადაცდეს