16 ივნისს რადიო „ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას „პულსი“ კლინიკა „სტატუსის“ გენერალური დირექტორი, მედიცინის დოქტორი, ქალბატონი ნინო ქაჯაია სტუმრობდა, რომელმაც კლინიკის მრავალფეროვან სერვისებსა და უპირატესობებზე ისაუბრა.
– ქალბატონო ნინო, როგორ და რა მიზნით შეიქმნა კლინიკა „სტატუსი“?
– „სტატუსი“ მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც ჯავრიშვილის კლინიკამ „ოფთალმიჯმა“ დააარსა. მართალია, უამრავი კლინიკაა საქართველოში, მაგრამ მაინც მწვავედ განვიცდით ხარისხის, პროფესიონალიზმის დეფიციტის და სწორედ ამიტომ გადაწყდა „სტატუსის“ შექმნა. კლინიკის პირველი ორი სართული ამბულატორიულ ნაწილს ეთმობა, რომელიც დიაგნოსტიკას, კომპიუტერულ ტომოგრაფიას და რენტგენო-დიაგნოსტიკას, ლაბორატორიებს, გულისა და შინაგანი ორგანოების ექოსკოპიას აერთიანებს. სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენს ამბულატორიაში სხვადასხვა პროფილის სპეციალისტები, საქართველოში ცნობილი და პატივცემული ექიმები – კახა ვაჭარაძე, ვახტანგ ქაცარავა, ელენე გიორგაძე და ბექა კევლიშვილი მუშაობენ. ასე რომ, „სტატუსში“ მოსულ პაციენტს ნებისმიერ სფეროში შეუძლია კონსულტაციის და შესაბამისი დახმარების მიღება. რა თქმა უნდა, ჩვენს კლინიკაში ქირურგიული განყოფილებაცაა, რომელიც მეტწილად პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის დარგში მუშაობს. მიხარია, რომ ჩვენი პლასტიკური ქირურგი გიორგი მოდებაძე წარმატებით ასრულებს საკუთარ მისიას. აქტიურად ვთანამშრომლობთ კლინიკა „ტოტალ-შარმთანაც“, რაც პლასტიკური ქირურგიის სფეროში პაციენტის ნებისმიერი მოთხოვნის დაკმაყოფილების საშუალებას გვაძლევს.
– რამდენად თანამშრომლობთ უცხოელ კოლეგებთან და კლინიკებთან?
– სამწუხაროდ, ონკოპაციენტები საქართველოში მკურნალობას საზღვარგარეთ, მეტწილად თურქეთში გამგზავრებას ამჯობინებენ. სწორედ ამიტომ მოვიწვიეთ ორი კლინიკის „აჯიბადემის“ და „ლივ ჰოსპიტალის“ ის ონკოლოგები და ჰემატოლოგები, რომელთაც ოფიციალურად აქვთ საქართველოში მუშაობის უფლება. თურქი კოლეგები ინტენსიურად გვსტუმრობენ, რაც პაციენტებისთვისაც მომგებიანია, რადგან აღარ უწევთ თურქეთში გამგზავრება და დამატებითი ხარჯის გაწევა.
– სხვა კლინიკებისგან „სტატუსს“ პირველ რიგში საოცარი კომფორტი გამოარჩევს. რამდენად პრიორიტეტულია კლინიკისთვის პაციენტების ინდივიდუალური მომსახურება და მხოლოდ მათზე მორგებული პირობების შექმნა?
– ჩვენს კლინიკაში ყველა პაციენტს პირადი მენეჯერი ჰყავს, რომელიც თვითონ აგვარებს ბიუროკრატიულ საკითხებს, აფორმებს საბუთებს და გეგმავს პროცედურებს, რაც პაციენტს მომქანცველი ვალდებულებებისგან ათავისუფლებს. კლინიკიდან გაწერის შემდეგ კი, სისტემატურად ურთიერთობას მასთან და ერთგვარი შუამავლის ფუნქციას ასრულებს ექიმსა და პაციენტს შორის.
– რამდენად კმაყოფილები არიან პაციენტები „სტატუსის“ მომსახურებით?
– პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ ჩვენს პაციენტებს შორის მრავლად არიან საქმიანი ადამიანები, რომელთაც ყოველთვის დროის დეფიციტი აქვთ. სწორედ მათთვის შეიქმნა ჩვენს კლინიკაში ერთგვარი საოფისე სივრცე, სადაც ყველას თავისუფლად შეუძლია გააგრძელოს მუშაობა, პირადი მენეჯერი კი, მის ნაცვლად დაგეგმავს ყველა პროცედურას. პაციენტები ძალიან კმაყოფილი არიან ამგვარი სერვისით, რადგან ერთდროულად ახერხებენ მუშაობას, ცოტა დასვენებას და ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურების მიღებას. ამასთანავე, ჩვენს პაციენტებს არ უწევთ რიგში დგომა, რადგან ყველაფერი წინასწარაა გათვლილი და დაგეგმილი.