ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიამ უპატრონო ძაღლებს პატარა ქოხები დაუდგა. როგორც ირკვევა, ამ ეტაპზე ფერადი თავშესაფარი 65 ძაღლისთვის გამზადდა.
“ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიიდან გარკვეული თანხა იქნა გამოყოფილი და ეს ქოხები სხვადასხვა ლოკაციებზე განთავსდა. ჩვენს პატარა მეგობრებს უკვე თავიანთი სახლები აქვთ.”