LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ასწავლეთ შვილებს, რომ ცხოველებს ნაგავივით არ უნდა მოექცნენ და ანახეთ, როგორი მეგობრობა და უპირობო სიყვარული შეუძლიათ მათ“ – რაზე წერს თიკა ჯამბურია

205
BeFunky-collage (1)

მომღერალი თიკა ჯამბურია სოციალურ ქსელში უპატრონო ძაღლის შესახებ წერს.

თიკა მიმართვასაც ავრცელებს და მოუწოდებს ყველას, ასწავლონ შვილებს ცხოველებზე ზრუნვა და მათი სიყვარული.

„არ მინდა ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო , მაგრამ კიდევ ერთი სახე იმ ადამიანების ვისაც უბრალოდ ძაღლის ყოლა გასართობად უნდათ !!!! შეხედეთ რა ჯიში ჰყავთ გამომწყვდეული და სად!

მაშინ როცა, ამ გამოყვანილ უნაზეს და სუსტ ცუგიებს უსათუთესი მოვლა სჭირდება, მაგრამ ალბათ ბავშვს გაუსწორა და მოუყვანა, ათამაშა და მერე ასე, ეზოში, სიბინძურეში და ყინვაში მიაგდო ……!!!!

როდემდე უნდა ვიყოთ ასეთი ბანძი დამოკიდებულებებით ცოცხალი არსებების მიმართ !!! ან რა გახდა, ასეთი რთული, აღზრდის დროს ასწავლოთ შვილებს, რომ ცხოველებს ნაგავივით არ უნდა მოექცნენ და ანახოთ, როგორი მეგობრობა და უპირობო სიყვარული შეუძლიათ…

შეხედეთ ახლა ამ ორ საწყალ არსებას და დაიმახსოვრეთ, რომ ასე არასოდეს არ უნდა მოიქცეთ, ქართული ნაგაზი ან ჰასკი რომ იყოს კიდევ გავიგებდი, მაგრამ ოთახის გამოყვანილ ძაღლებს ასე მოექცე? …. არ ვიცი“, – წერს თიკა ჯამბურია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები