კირა ნაითლი BBC Radio 4-ის გადაცემაში იყო მიწვეული, სადაც აღიარა, რომ შვილებს ტექნოლოგიებთან და სოციალურ მედიასთან წვდომა შეუზღუდა.
„ჩვენს სახლში სოციალური ქსელები აკრძალულია. გაჯეტებით სარგებლობა არ შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ, რას უყურებენ ისინი. ეს სივრცე ნამდვილად მაშინებს, რადგან სრულიად უკონტროლოა“, – თქვა მსახიობმა.
შეგახსენებთ, კირა ნაითლის მეუღლე ჯეიმს რაიტონია. ისინი 2013 წელს დაქორწინდნენ. მათ ორი, 10 და 13 წლის შვილები ჰყავთ.
კირა ნაიტლისა და მისი მეუღლის იშვიათი გამოჩენა წითელ ხალიჩაზე
„მეგონა, რომ არასდროს ვიყავი საკმარისად კარგი“ – კირა ნაიტლი BAZAAR-ის გარეკანზე

